მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის 4 ადამიანის, ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 5 ადამიანია გადაყვანილი, მათგან 2 მცირეწლოვანია.










