გარდაიცვალა ქართველი მოჭიდავე და MMA-ს მებრძოლი ნიკოლოზ ბიბილაშვილი.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ნიკოლოზი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა და იქ დაოსტატდა. ის წარმატებით ასპარეზობდა ძიუდოში, სამბოსა და ქართულ ჭიდაობაში. იყო საქართველოს ძიუდოს და სამბოს ნაკრებების წევრი, განსაკუთრებული მიღწევები კი სამბოში ჰქონდა.










