LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უკრაინა აღარ არსებობს, და მისი აღდგენა შეუძლებელია- დონალდ ტრამპი

ვფიქრობ, რომ პუტინს და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც, სურთ ამ ომის დასრულება – დონალდ ტრამპი

დაპოსტა 2026/11/19-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში „განსხვავებულ კურსს“ ირჩევს, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად გამართა ერთობლივი შეხვედრა რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან.

„როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, ჩვენ გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, შევინარჩუნოთ ღია, პატივისცემით სავსე და ნაყოფიერი დიალოგი ისეთ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, – განაცხადა ტრამპმა ჩინელ და რუს კოლეგებთნ მოლაპარაკებების დასაწყისში.

მისი მტკიცებით, წარსულში ლიდერები ხშირად ერიდებოდნენ საუბარს იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უთანხმოებები ჰქონდათ.

“ჩვენ კი სრულიად საპირისპირო მიდგომა გვაქვს და ამაში სრულიად დარწმუნებულნი ვართ“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ იმ ლიდერებთან საუბარზე უარის თქმით, რომლებთანაც უთანხმოებები არსებობს, „არცერთი პრობლემა არასდროს გადაჭრილა“.

„შესაბამისად, მშვიდობა არასდროს დამყარებულა ურთიერთობისა და დიალოგის შესაძლებლობებზე უარის თქმის გზით. ჩვენ კი სხვა გზას ვირჩევთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სამმხრივ სამიტზე ბირთვული განიარაღების საკითხი განიხილება, თუმცა აღნიშნა, რომ რომელიმე ქვეყნის დარწმუნება იარაღზე უარის თქმაზე რთული იქნება.

„როცა ბირთვული იარაღი გაქვს, ძალიან ძნელია, ის აღარ გქონდეს. ასეა მოწყობილი ცხოვრება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ომი, შესაძლო, მალე დასრულდეს.

„ვფიქრობ, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ პუტინს – და, იმედი მაქვს, მეორე მხარესაც სურთ ამ ომის დასრულება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სი ძინპინი – ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
სი ძინპინი – ჩინეთმა, რუსეთმა და აშშ-მა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება
მთავარი

კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. „კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში,...

დაწვრილებითDetails

ბავშვის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული – ინგოროყვას კლინიკა ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი, დედა და 11 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსი, ანი დალაქიშვილი განმარტავს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დედასთან შედარებით, მძიმეა...

დაწვრილებითDetails

“დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული” – ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული მამაკაცის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჩიქოვანის ოჯახის ადვოკატი, ლექსო სვიმონიშვილი აცხადებს, დაკავებული მამაკაცი, გელა არობელიძე და ვახტანგ ჩიქოვანი წარსულში ერთმანეთს...

დაწვრილებითDetails

” მობილიზებული გვაქვს სასტუმროები და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ” – კახა კალაძე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
“შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, გამოსულიყო და ეთქვა…” – კახა კალაძე მზია ამაღლობელზე
მთავარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ლაბორატორია მუშაობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, 90-ვე ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანენ. „ფონიჭალაში დღეს დილით, სამწუხარო ფაქტი, აფეთქება...

დაწვრილებითDetails

ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ჩინეთში დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს
მთავარი

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მოსალოდნელია,...

დაწვრილებითDetails

როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა , - ეს განცხადება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ...

დაწვრილებითDetails

დღეს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა მინსკში გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დღეს გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა მინსკში გაიმართება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა, სამწუხაროდ, დიაგნოზი ძალიან მძიმეა – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში დაშავებულზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, დამწვრობა აქვს 48% – გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულზე
მთავარი

ფონიჭალიდან, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, ჩვენს კლინიკაში დამწვრობით შემოსულია ახალგაზრდა მამაკაცი, 31 წლის. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87 %-ის თერმული დამწვრობა. ამას ემატება სასუნთქი გზების დაზიანება,...

დაწვრილებითDetails

არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – შს მინისტგრი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – შს მინისტგრი
მთავარი

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. „ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის მინისტრი ფონიჭალაში აფეთქებაზე – ამ დროისთვის, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთი მცირეწლოვანია – სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება – მიხეილ სარჯველაძე
მთავარი

ამ დროისთვის, ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ - ჩვენი მხრიდან ყურადღება და დაკვირვებაა ყველასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ბავშვთან , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"