კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აკისრიათ, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.
„კაცობრიობა ცხოვრობს ერთ გლობალურ სოფელში, სადაც ყველა ადამიანის ბედი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ ერთად ვვითარდებით ან ვიტანჯებით, რადგან ერთიანი მომავლის მქონე საზოგადოებას წარმოვადგენთ“, – განაცხადა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ურთიერთპატივისცემა წამყვან სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპია.
„ურთიერთპატივისცემა დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის უმთავრესი პრინციპია“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
მისი თქმით, ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობის მაგალითი უნდა აჩვენონ, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის ქალაქ შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრას მართავენ.










