მთავარის ინფორმაციით, კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა .
როგორც მოქალაქე გამოცემას უყვება, შემთხვევა გუშინ, სოფელ ზემო ხანდაკის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, ასევე პოლიციაც.
როგორც მთავარს სკოლაში უთხრეს, ინფორმაცია „გადაცემულია სადაც საჭიროა“.
დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არ არის .









