“კატასტროფული მდგომატეობაა” – ვანში მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები “მეგა ტვ”-თან აცხადებენ ვანში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების გამო, რომელიც ორი წელია გრძელდება, გზებზე გადაადგილება გართულებულია.
მათივე თქმით უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.
“კატასტროფული მდგომატეობაა. მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა თითქმის 2 წელი, დაწყებიდან დღემდე არც ერთი დაწყებული საქმე დასრულებული არ არის და მიტოვებულია.წარმოუდგენელი მდგომარეობაა გზებზე,შეუძლებელი ხდება ფეხით,თუ მანქანით გადაადგილება. დაზიანებულია როგორც საავტომობილო გზა, ასევე ტროტუარებიც. არავინ იძლევა პასუხს თუ როდის დასრულდება, კომპანია რომელიც სამუშაოებს ასრულებს 3ჯერ შეიცვალა. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მიაქციოთ გ.ტაბიძის ქუჩას,სადაც 70-80ტონიანი მანქანები მოძრაობს-რიონის სანაპიროდან გამოაქვთ ქვა-როღღი და სილის მასალა,რამაც სერიოზულად დააზიანი გზის ის მონაკვეთი სადაც ეს მანქანები მოძრაობს. იქნებ ხმა მივიდეს ვინმეს ყურამდე და ყურადღება მოგვაქციონ.” – ამბობენ ადგილობრივები “მეგა ტვ”-თან.










