LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” სასამართლო ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება!” – ხატია დეკანოიძე

დაპოსტა 2026/11/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, უცხო ტერმინის – „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შემოწმების იდეას, საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმა არა მთელი სისტემის, არამედ მხოლოდ მაღალი თანამდებობის მქონე 60-მდე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ისახავდა მიზნად.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ქართველი ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ისინი განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც სასამართლო სისტემაში მაღალი თანამდებობების მქონე მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, ანგარიშვალდებულების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმებას ითვალისწინებს.

სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულება და მისი რეფორმა ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოსამართლეების მცდელობა, „ქართული ოცნების“ ნაცნობი, პროპაგანდისტული მეთოდით, უცხო ტერმინის – „ვეტინგის“ გამოყენებით დისკრედიტაცია გაუკეთონ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული შესაბამისობის შემოწმების იდეას, ხოლო ამ პროცესისადმი წინააღმდეგობა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად წარმოაჩინონ, ქედმაღლობისა, თავხედობის და საზოგადოებისთვის “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციის თავს მოხვევის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ქვეყანაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების ეფექტური მექანიზმი გახდა. როდესაც სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაკარგულია და სისტემაზე ხელისუფლებასთან შერწყმული სასამართლო კლანი ახორციელებს გავლენას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის შემოწმება ქართველი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნაა.

მინდა შევახსენო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ინიციატივა არ ითვალისწინებდა მთელი სამოსამართლო კორპუსის შემოწმებას. საუბარი იყო დაახლოებით 60 მოსამართლეზე, რომლებიც მაღალი საჯარო ინტერესის მქონე თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის სასამართლოების თავმჯდომარეებზე, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებზე. რეფორმა უნდა განხორციელებულიყო პარლამენტის ზედამხედველობით, ადგილობრივი და საერთაშორისო მაღალი კვალიფიკაციის იურისტების საექსპერტო მონაწილეობითა და რეკომენდაციებით. მისი მიზანი არ ყოფილა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის სასამართლო სისტემაზე კონტროლის გადაცემა ან სხვა საერთაშორისო უცხო მექანიზმების ჩარევა ქვეყნის მართლმსაჯულებაში. მიზანი იყო სასამართლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად აუცილებელია სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენება. მოსამართლეები იმეორებენ პუტინის რუსეთის პროპაგანდისტულ არგუმენტებს, რომლებსაც კრემლი 2022 წელს უკრაინასთან მიმართებით ანტიკორუფციული და სასამართლო სისტემის რეფორმების წინააღმდეგ იყენებდა. შემაშფოთებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ გამოხატავენ წინააღმდეგობას საქართველოში დემოკრატიული პლურალიზმისა და საკონსტიტუციო სამართლის სივრცის რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ჩანაცვლების მიმართ. პირიქით, ისინი “ქართული ოცნების” იდენტურ პოლიტიკურ პოზიციას იმეორებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

სამწუხაროდ, ჩემი ადრინდელი შეფასება გამართლდა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის – ზორკინის მეთოდოლოგიას მიჰყვება პარტიების გაუქმებით, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებით და პროპაგანდის საკონსტიტუციო სივრცეში გადმოტანით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ძირს უთხრის არაღიარების პოლიტიკას, საქართველოს ნამდვილი პარტნიორები მტკიცედ იცავენ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” -გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

მივესალმები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მკაფიო განცხადებას, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ასოცირების შეთანხმება მკაცრ პირობებს უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

პრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პრაღაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
მთავარი

პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურთან ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ Aktuálně.cz იტყობინება. როგორც მედია წერს, ერთმანეთს დაბალი სიჩქარით მოძრავი ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა....

დაწვრილებითDetails

” რაც უფრო დიდი ხანი გააგრძელებს ბრიუსელი ჭირვეულობას, მით უფრო გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში საკუთარი თავის წარმოდგენა” -ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

მარტა კოსს თუ ასე თავის მოსულელება უნდა, კი ბატონო, მოისულელოს - ეს რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები ჩვენთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა...

დაწვრილებითDetails

“”ლელო” გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად ” – რატი იონათამიშვილი​

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
“”ლელო” გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად ” – რატი იონათამიშვილი​
მთავარი

"ლელო" გადაიქცა ტყუილის მქადაგებელ პარტიად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საზოგადოებას არ ახსოვს, როგორი აღტკინებით ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისათვის და ამ მხრივ როგორ ცდილობდნენ ამავდროულად საქართველოს ომში ჩართვას, რა თქმა უნდა,...

დაწვრილებითDetails

თორნიკე ჭეიშვილი – სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული – ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –
მთავარი

მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ,...

დაწვრილებითDetails

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ანა ბუჩუკური

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“ –  რას მოიწუოდებს ანა ბუჩუკური ოპოზიციას
მთავარი

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები პროკურატურის უარს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

პროკურატურას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიების დაწყება არ სურს და ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ექსპრემიერი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ „პირველებთან“ საუბარში ღარიბაშვილის...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ელისო კილაძე განაჩენს ელოდება - "ქრონიკა პლიუისის" დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია.  სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება. ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე -...

დაწვრილებითDetails

„ბათუმის პროცესი“ იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“ – მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც...

დაწვრილებითDetails

„მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია“ – სპეციალური პენიტენციური ქუთაისელ პატიმარს პასუხობს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა, იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"