LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –

თორნიკე ჭეიშვილი – სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული – ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას

დაპოსტა 2026/11/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მოპასუხე მხარისაგან არსებითად არაფერი იქნება ახალი შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას მათი მხრიდან, რომელიც ემსახურება იმას, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვებისადმი, რომელიც მოსამართლეთა მხრიდან დაისვა მათი მისამართით, თავი აარიდონ, ვინაიდან, როგორც ჩანს, მათ ამაზე საპასუხო არაფერი აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ჭეიშვილის თქმით, მოპასუხე მხარე იაფფასიანი მანევრებით ადასტურებს მმართველი გუნდის სარჩელის საფუძვლიანობას.

მან ასევე, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ერთმანეთთან გამიჯვნის მცდელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, ამისთვის საკმარისად დიდი დრო ჰქონდათ. ჭეიშვილის თქმით, პირიქით, ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ.

„ამით ისინი, როდესაც ასეთ იაფფასიან მანევრებს ატარებენ, მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებენ ჩვენი სარჩელის საფუძვლიანობას, ამყარებენ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნას და ახდენენ ერთგვარ თვითლუსტრაციას. საგულისხმოა ის, რომ გამოიკვეთა პოზიციებს შორის არათანმიმდევრულობა და აცდენა, რომ როდესაც ერთი და იმავე გუნდის წარმომადგენლები აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელიც ურთიერთგამომრიცხავია და ესეც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესის გათვალისწინებით. აბსოლუტურად შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად და მკაფიოდ ჩანს, თუ სად არის სიმართლე. რა თქმა უნდა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ წარმოდგენილები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ამ სიმართლემ გაიმარჯვოს და ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს იმ უმძიმესი სენისაგან, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

ისინი ცდილობენ, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხები თითქოს და დაჩრდილონ. თუმცა რასაკვირველია, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათეულობით და ასეულობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ისინი წარმოადგენენ ერთიან ორგანიზმს. გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და რასაკვირველია, აბსოლუტურად არადამაჯერებელი. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის მოტივაცია, რომ როგორღაც აერიდებინა პასუხისმგებლობა ძალიან მძიმე ნამოქმედარის გამო, ამისთვის მათ საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ და რასაკვირველია, შეეძლოთ, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. მათ ეს არ გააკეთეს და პირიქით, ეს პროცესიც ყველაფერთან ერთად წარმოაჩენს, რომ გულის სიღრმეში ისინი ამაყობენ და ავლენენ იმავე ენთუზიაზმს სხვადასხვა არაკონსტიტუციური საქმიანობის განხორციელებისადმი, არაკონსტიტუციური მისწრაფებებისადმი, რომლითაც გამოირჩეოდნენ წარსულში არა ერთი წლის მანძილზე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ანა ბუჩუკური

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“ –  რას მოიწუოდებს ანა ბუჩუკური ოპოზიციას
მთავარი

არარელევანტურია საკითხები, რომლებსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ამის კონსტიტუციური საფუძველი არ არის, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატები პროკურატურის უარს სტრასბურგში გაასაჩივრებენ

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
,,სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ღარიბაშვილი
მთავარი

პროკურატურას ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიების დაწყება არ სურს და ცდილობს, საზოგადოებას შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ექსპრემიერი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ „პირველებთან“ საუბარში ღარიბაშვილის...

დაწვრილებითDetails

ელისო კილაძის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მთავარი ძებნილი ისე შემოგეპარათ – ელისო კილაძე
მთავარი

ელისო კილაძე განაჩენს ელოდება - "ქრონიკა პლიუისის" დამფუძნებელის საქმის განიხლვა დასრულებულია.  სასამართლო გადაწყვტილებას დღეს გამოაცხადებს. სხდომა საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. წინასწარი ინფორმაციით, პროცესი არ დაიხურება. ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე -...

დაწვრილებითDetails

„ბათუმის პროცესი“ იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“ – მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

„ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“. მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც...

დაწვრილებითDetails

„მსჯავრდებულმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია“ – სპეციალური პენიტენციური ქუთაისელ პატიმარს პასუხობს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
მოედება მთელს ციხეს – გეგუთის ციხეში 90 პატიმარი ინფიცირებულია
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სპეკულაციას უწოდებს მსჯავრდებულ ოთარ აფრიდონიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის რამდენიმე დღეა შიმშილობს და მიუხედავად ამისა, იმყოფება საკანში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც ჩვეულებრივად იკვებებიან და თითქოს ეს არის აფრიდონიძეზე...

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დაკავებული უსმან ნურმაგომედოვი აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ
მთავარი

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო დაკავებული უსმან ნურმაგომედოვი აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს . ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლომ მას და კიდევ შვიდ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქა . თავდაპირველი ექვსთვიანი პატიმრობა ჯარიმით შეიცვალა, რომლის ოდენობაც...

დაწვრილებითDetails

“მეტროს ვაგონების 27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კახი კალაძე ვერ გაექცევა” – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, ბიძგების სიმძლავრემ 2.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი გურიაში, კურორტ ბახმაროში იყო.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"