LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

“მეტროს ვაგონების 27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კახი კალაძე ვერ გაექცევა” – ლაშა ფარულავა

დაპოსტა 2026/11/17-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებას.

მისი თქმით, 27 ტენდერიდან მოპარულ 41 მილიონ ლარზე „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!“.

ფარულავას შეფასებით, 41 მილიონი ქალაქის ინტერესებს რომ მოხმარებოდა, მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება შესაძლებელი იქნებოდა.

„მოპარული 41 მილიონი ლარი მეტროდან და სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში!

კახი კალაძის მერობის პირობებში თბილისის მეტროს 27 ტენდერში, 2017–2024 წლებში, გამოყოფილი 145 მილიონი ლარიდან 41 მილიონზე მეტის მითვისების საქმეზე ოთხი პირი დააკავეს.

ეს პროკურატურის ბრალდების ვერსიაა, მაგრამ მთავარი კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

ლევან ხაბეიშვილი წლების წინ საუბრობდა გელა ძიძიკაშვილზე, კორუფციასა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებზე. დღეს კი გამოძიება უკვე 41 მილიონ ლარზე საუბრობს!

სად იყო კახი კალაძე? სად იყო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა? რატომ არ აღიკვეთა ეს ყველაფერი დროულად?

თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია: ახმეტელის მეტროში, რუსთაველზე, თავისუფლებაზე, ავლაბარსა და მარჯანიშვილზე პიკის საათებში მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლასაც კი ვეღარ ახერხებენ.

ეს 41 მილიონი რომ ქალაქის ინტერესებს მოხმარებოდა და არა კორუფციულ სქემას, შესაძლებელი იქნებოდა მგზავრთა ნაკადების მართვისა და დამატებითი ჩასასვლელ-ამოსასვლელების მოწყობის საკითხის რეალურად დაყენება.

მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი [გიორგი] შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე.

27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობას, კახი კალაძე ვერ გაექცევა!“ , – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის’’ დირექტორი – გელა ძიძიკაშვილი დააკავა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ერთი და უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულები თურქეთისა და სლოვაკეთის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ცნობებით, ბიძგების სიმძლავრემ 2.4 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი გურიაში, კურორტ ბახმაროში იყო.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

17 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში პოლიციამ დიდი ოდენობით 605 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

„ყოფილი მეუღლის მოკვლა შეუკვეთა და ნაცნობს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა…” -შსს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერიაში ისრაელის ელჩს საქართველოში უმასპინძლეს

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
ქუთაისის მერიაში ისრაელის ელჩს საქართველოში უმასპინძლეს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ისრაელის ელჩს საქართველოში ვალიდ აბუ ჰაიამს შეხვდნენ. ისრაელის ელჩი ქუთაისში გაცნობითი სახის შეხვედრებს მართავს. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ-ებრაული ურთიერთობების საუკეთესო ტრადიციებსა...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

by მეგა TV
ნოემბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

დენის დარტყმით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 31 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა კაბალის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფელ უზუნთალაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, დამხმარე ნაგებობას თუნუქს აფარებდა, რა დროსაც მაღალი ძაბვის...

დაწვრილებითDetails

“2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"