LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს

” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს

დაპოსტა 2026/11/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. ასევე, მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც , – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი მოდებაძის შეკითხვას, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, მას არალეგიტიმურს უწოდებდა, შემდეგ კი მკვეთრად შეიცვალა პოზიცია – რით იყო განპირობებული ამ პოზიციის ცვლილება?

ნიკა გვარამიას თქმით, როგორც პარტიას, ასევე, ადამიანს აქვს განვითარების და პოზიციების კორექტირების უფლება.

მისივე განმარტებით, სტატიკაში არ უნდა იყინებოდეს ადამიანი.

„გახსოვთ, ალბათ, რომ ქალბატონმა ზურაბიშვილმა ჩემი შეწყალების გადაწყვეტილებაც მიიღო. გულწრფელად გეტყვით, გამიკვირდა, რომ დაძლია პირადი, არც თუ ისე სასიამოვნო კი არა, ძალიან უსიამოვნო, არასწორი ქცევა – მოდი, ასე ვიტყვი, ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც მან თქვა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ვერ შემეცვლება, იმიტომ, რომ მე ეს გამონათქვამი ამ წიგნში, დამხვდა ჰააგის სასამართლოში, როგორც იუსტიციის მინისტრს, ვერ შემეცვლება ეს [აზრი], გამორიცხულია. სამწუხაროდ, მასაც არ უთქვამს აქამდე, რომ ეს იყო შეცდომა და არასწორი. მართალია, მმართველმა პარტიამ ეს უსაშველოდ განავრცო და მთლად საშინელება ხდება, მაგრამ იმ წიგნში, ზურაბიშვილი პოზიცია თან სახელმწიფოს პოზიცია არ იყო დღევანდელი სარჩელისგან განსხვავებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც შეიცვალა, კი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას კითხვას, რომ „თავიდან სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმური იყო და მერე როგორ გახდა ლეგიტიმური?“, ნიკა გვარამიამ ასე უპასუხა:

„არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ, ასე არ არის. პოლიტიკა არ არის გაყინული, მეგობრებო. მე მესმის, რომ მოსამართლეები გაცილებით უფრო რიგიდულები ხართ თქვენ განწყობაში, სამართალი სხვანაირი რამეა, მაგრამ პოლიტიკა არ არის ეგეთი.

არხის დირექტორობის დროს, მე, რას ვაკეთებდი, ეს, აქ შეფასება უნარიანი რატომაა? რას მეკითხებით, საერთოდ, „რუსთავი 2“-ის დირექტორი და ჟურნალისტი, რას [ვამბობდი?].

რა უნდა ვთქვა, მაინტერესებს. რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი, ვერ გავიგე. იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. მე მგონია, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც. ასე ვუყურებ. ჩემი დამოკიდებულება ამგვარია. თუ ახლა, ამის უფლება არ მაქვს, მე არ მგონია, რომ ამის უფლება არ მქონდეს. დავუტოვებ საკუთარ თავს უფლებას, რომ ადამიანებზე წარმოდგენა შევიცვალო ისევე, როგორც საკუთარი წარმოდგენები შევცვალო“ , – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“„ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას „ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება,ა იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას...

დაწვრილებითDetails

“გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის - ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი,...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ირაკლი ღარიბაშილის ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ფაქტზეც და მის წერილებში მითითებულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის...

დაწვრილებითDetails

„0,5 მილიმეტრით გადავრჩი…“ – ილია თოფურია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
2025 წელს ბრძოლას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩავატარებ – ილია თოფურია
მთავარი

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია, დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე. 16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური...

დაწვრილებითDetails

ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
მთავარი

მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო. სხდომას არ დასწრებია ლაშა...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილმა გამომძიებლებთან გასაუბრებაზე უარი თქვა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და გამომძიებლებს შორის გასაუბრება არ შედგა. როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ყოფილი პრემიერის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, გასაუბრებას სისხლის სამართლის საპროცესო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

ქუთაისსა და წყალტუბოში 17 ნოემბერს ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე ქუჩაზე შეწყდება. ქუთაისში ელექტრო ენერგია გაითიშება ქუჩებზე: 13:40 საათიდან 19:00 საათამდე 293 აბონენტს გათიშვის არეალი: ქუთაისი/შმიდტის, ქუთაისი/კეკელიძის, ქუთაისი/აღმაშენებლის, ქუთაისი/თაყაიშვილის, ქუთაისი/ლორთქიფანიძის, ქუთაისი/კაკაბაძის,...

დაწვრილებითDetails

„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის რენტგენოინსპექტირების აპარატზე სკანირებისას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"