პატიმრობაში გაუშვეს მოქმედი მასწავლებელი, რომელიც 30 წლის წინ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.
მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დახურულ სხდომაზე გამოაცხადა.
საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე მასწავლებელს ბრალდება რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.
უწყების ნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვნთან.










