ქობულეთში ბუნებრივი აირის გამათბობლის აალების შედეგად დედამ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დამწვრობა მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.










