LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს – მეცნიერები გლობალური დათბობის ახალ შედეგებზე

დაპოსტა 2026/10/31-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დედამიწა სულ უფრო სფეროსებრი ხდება და ნელა ბრუნავს. ამის შესახებ თესალონიკის (სალონიკის) არისტოტელეს უნივერსიტეტისა და ვენის უნივეტრსიტეტის მეცნიერების დასკვნაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, თითქმის, ორი ათწლეულის განმავლობაში მიღებულ თანამგზავრულ მონაცემებზე დაყრდნობით ბერძენი მეცნიერები დაასკვნიან, რომ დედამიწის პოლუსების ზედაპირი მაღლა იწევს, ხოლო ეკვატორთან ის დაბლდება და ეს პროცესი აჩქარებულია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ცვლილებები პოლარული ყინულის ქუდების სწრაფ დნობას უკავშირდება.

“ჩვენი პლანეტა არასდროს ყოფილა იდეალური სფერო: ის პოლუსებზე ოდნავ გაბრტყელებული, ხოლო ეკვატორზე ოდნავ ამობურცულია. თუმცა მისი ფორმა უცვლელი არ რჩება. მასზე გავლენას ახდენს ქერქის მოძრაობები, მიწისქვეშა პროცესები და ყინულის დნობა. ამჯერად დადგინდა, რომ ეკვატორული ამონაზნექი მცირდება და ეს ყოველ ათწლეულში უფრო და უფრო სწრაფად ხდება,” – წერენ მკვლევარები.

მათ მონაცემები მიწისზედა სადგურებიდან გამოიყენეს, რომლებიც სიგნალს გლობალური სანავიგაციო თანამგზავრული სისტემებიდან იღებენ. ეს გაზომვები მათ საშუალებას აძლევს, თვალყური ადევნონ, თუ როგორ მაღლდება ან დაბლდება თანდათან ზედაპირი დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, მაშინაც კი, თუ ძვრები იმდენად მცირეა, რომ ადამიანებისთვის შეუმჩნეველია.

გამოთვლებმა აჩვენა, რომ სიჩქარე, რომლითაც დედამიწა ნაკლებად გაბრტყელებული ხდება, ყოველ ათწლეულში წელიწადში, დაახლოებით, 0.4 მილიმეტრით იზრდება. ადამიანური საზომით, ცვლილებები უმნიშვნელოა, რადგან ერთ წელიწადში ზედაპირი ფანქრის ხაზის სიგანეზე ნაკლებად იცვლება. თუმცა, თითქმის, ოცი წლის განმავლობაში ჩატარებულმა დაკვირვებებმა მდგრადი ტენდენცია გამოავლინა, რომ პლანეტის ფორმა სულ უფრო სწრაფად იცვლება.

როგორც წესი, დედამიწის ზედაპირი, ნაწილობრივ, განაგრძობს გადაადგილებას იმ პროცესების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ ბოლო გამყინვარების პერიოდის შემდეგ დაიწყო. თუმცა, მკვლევარების აზრით, მხოლოდ შორეული წარსულის გამოძახილი ცვლილების ამჟამინდელ ტემპს ვერ ხსნის. ეს, სავარაუდოდ, გრენლანდიიდან და ანტარქტიდიდან ყინულის დაჩქარებული დანაკარგით არის გამოწვეული.

ამას NASA-სა და გერმანიის აერონავტიკის ცენტრის ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამგზავრული მისიების, GRACE-ისა და GRACE Follow-On-ის დაკვირვებები ადასტურებს. კერძოდ, დნობის წყალი ოკეანეში ჩაედინება და გადანაწილდება, როცა პოლარული რეგიონებიდან ქვედა განედებში გადადის. მეცნიერები პოლუსებზე ზედაპირის აჩქარებულ აწევასა და ეკვატორზე მის დაწევას სწორედ ამ ცვლილებებს მიაწერენ.

კვლევის შედეგები იმის შეცნობას უწყობს ხელს, თუ როგორ რეაგირებს დედამიწა პოლარული ყინულის დანაკარგზე, რაც არა მხოლოდ ყინულის რაოდენობას და ოკეანის წყლის განაწილებას, არამედ პლანეტის ფორმასაც ცვლის. ეს ცოდნა კლიმატური ცვლილებების მონიტორინგისა და დედამიწაზე მისი გრძელვადიანი ზემოქმედების გასაგებად აუცილებელია.

რაც შეეხება ვენის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნას, გლობალური დათბობის კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი ის არის, რომ დედამიწა ახლა უფრო ნელა ბრუნავს, ხოლო დღეების ხანგრძლივობა იზრდება. მკვლევარების თქმით, მიმდინარე ცვლილებები ბოლო 3.6 მლნ წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.

ამ ეტაპზე საუბარია მილიწამებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუმჩნეველია. თუმცა მეცნიერები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ასეთი მიკროსკოპული ცვლილებებიც კი თანამგზავრების, GPS-ის, კოსმოსური ნავიგაციის, ფინანსური სისტემებისა და გლობალური ციფრული ინფრასტრუქტურის მუშაობაზე გავლენას ახდენს.

აქაც მთავარ მიზეზად ყინულის დნობა სახელდება, როცა გრენლანდიაში, ანტარქტიდასა და მთის მყინვარებზე უზარმაზარი ყინულის მასების დნობის შემდეგ წყალი დედამიწაზე, პოლუსებიდან ეკვატორთან ახლოს თანდათან გადანაწილდება. ეს პლანეტაზე მასის განაწილებას ცვლის და მისი ბრუნვა შენელებას იწყებს. ამ ეფექტს მეცნიერები ფიგურულ მოციგურავეებს ადარებენ. კერძოდ, როცა სპორტსმენი ხელებს სხეულზე მიიკრავს, ​​ის უფრო სწრაფად ბრუნავს, თუმცა როცა მათ გაშლის, მისი სიჩქარე მცირდება. მკვლევარების თქმით, მსგავსი რამ ამჟამად დედამიწაზეც ხდება.

მეცნიერების გამოთვლით, ამჟამად დღის ხანგრძლივობა ისეთი ტემპით იზრდება, რომ 100 წელიწადში, დაახლოებით, 1.33 მილიწამით მოიმატებს. ბოლო 3.5 მლნ წლის განმავლობაში პლანეტა ახლანდელ ტემპზე სწრაფად არასდროს შენელებულა.

ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, თუმცა მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ასეთ ცვლილებასაც კი მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, GPS და თანამგზავრული ნავიგაციის სისტემები დროის უკიდურესად ზუსტ აღრიცხვას უზრუნველყოფენ. წამის მეასედის შეცდომებმაც კი კოორდინატების სიზუსტეზე შესაძლოა, გავლენა მოახდინოს და ავიაციას, საზღვაო ტრანსპორტსა და კოსმოსურ ხომალდებს პრობლემები შეუქმნას.

პრობლემები შეექმნებათ სატელეკომუნიკაციო სისტემებსაც: კერძოდ, ინტერნეტ-ტრაფიკი და მობილური კომუნიკაცია დროის ზუსტ სინქრონიზაციაზე არის დამოკიდებული. როცა ეს ირღვევა, მონაცემთა გადაცემისას შეცდომების, ხოლო ქსელის მუშაობაში შეფერხების რისკი იზრდება.

იგივე ეხება ფინანსურ სისტემებსაც: ბირჟები, ავტომატიზირებული ვაჭრობა და საერთაშორისო გადახდები ტრანზაქციების დასადასტურებლად და მათი თანმიმდევრობის დასადგენად მაღალი სიზუსტის დროის ნიშნულებს იყენებენ. თუ დროის სინქრონიზაცია შეფერხდება, ტრანზაქციების დამუშავებისა და ფულადი გზავნილების დროს შეცდომები წარმოიქმნება.

ელექტროქსელებიც კი ზუსტ დროზე არის დამოკიდებული. კერძოდ, თანამედროვე ელექტროსისტემები სინქრონული ავტომატიზაციის გამოყენებით მუშაობენ და ნებისმიერი გადახრა ინფრასტრუქტურის კოორდინაციას ართულებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ სითბური გაზების გამოყოფის გამო გლობალური დათბობა გაგრძელდება, საუკუნის ბოლოსთვის დღის ხანგრძლივობა 100 წელიწადში ამჟამინდელი 1.33 მილიწამიდან 2.62 მილიწამით გაიზრდება.

 

მოამზადა ლადო სულაბერიძემ 

წყარო : bpn

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სათევზაოდ წასული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს” – ირმა ინაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„სერვისის გაუმჯობესების მიზნით, თქვენი აღსარება იწერებაო“- ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნება”-ს პოსტს უძღვნის
მთავარი

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

შავი ზღვის წლის ხარისხის მონიტორინგი ყოველთვიურად 14 წერტილში ხორციელდება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვგებულობთ. სააგენტოს ცნობით, ისინი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს....

დაწვრილებითDetails

„გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ…ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს წყალტუბოსთვის“

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ვინ შეიძინა წყალტუბოს სანატორიუმები
მთავარი

ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის...

დაწვრილებითDetails

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს
მთავარი

საქართველოს ავტოპარკი ისევ იზრდება - მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ჯამურმა რიცხვმა 2 010 195 ერთეული შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს ეროვნული სტატისტიკის სამსახური („საქსტატი“) აქვეყნებს. მონაცემების თანახმად,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში ფინანსური წარმატება და ახალი შესაძლებლობები ელოდება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, 2026 წლის ნოემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდად შეიძლება, გადაიქცეს. მოულოდნელი ბონუსი, დაბრუნებული ვალი თუ დამატებითი შემოსავლის წყარო - თითოეულ მათგანს...

დაწვრილებითDetails

ცვლილება, რომელიც 2 ნოემბრიდან ამოქმედდება – ნახეთ, ვის შეეხება

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
კარგი სიახლე იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის
მთავარი

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 2 ნოემბრიდან ქალაქ გორში B და BE კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ორი საგამოცდო მარშრუტი შეიცვლება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანი საგამოცდო პროცესის...

დაწვრილებითDetails

“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ძალიან გვატკინე გული” – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცი, ბაჩო ტეფნაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ძალიან გვატკინე გული. ნათელი გზა გქონდეს, ჩვენო ძმაო,"- წერს სურამის რაგბის გუნდი "მგლები."

დაწვრილებითDetails

ნავთობის ფასი გაიზარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
რა ტენდერის გამოცხადება იგეგმება შავ ზღვაში
მთავარი

31 ოქტომბერს მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 2.3%-ით გაიზარდა. დღეის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გუშინდელს 2.4%-ით აღემატება და 113.4 აშშ დოლარს შეადგენს. ფასის მატება ამერიკულ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"