LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია

“ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ” – ელენე ხოშტარია

დაპოსტა 2026/10/29-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ – დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან,- ამის შესახებ „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, ციხის ადმინისტრაციასთან არ აქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ მისი ჯანმრთელობისთვის.

„ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე – სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად.

აქვე ვიტყვი, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ მაქვს პრეტენზია, რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ ჩემი ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის.

ბოლომდე!

პ.ს. ერთადერთი თხოვნა მაქვს – ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა „ფორმულაზე“.

#GE32TB7843845067800005“,- წერს ხოშტარია.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 4 031 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ბადრი ჯაფარიძე – სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ბადრი ჯაფარიძე არჩილ გორდულაძეზე – ეს ახალგაზრდა გამორჩეულია შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის ჩვენ გამუდმებით მოგვიხსენიებს, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებით, რუსეთის „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გახდება კონსტიტუციური ვალდებულება. ეს ნიშნავს, რომ ოკუპანტის კრიტიკა გამოცხადდება საბოტაჟად, რუსული აგრესიის პროვოკაციად და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა...

დაწვრილებითDetails

ბადრი ჯაფარიძე არჩილ გორდულაძეზე – ეს ახალგაზრდა გამორჩეულია შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის ჩვენ გამუდმებით მოგვიხსენიებს, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ბადრი ჯაფარიძე არჩილ გორდულაძეზე – ეს ახალგაზრდა გამორჩეულია შეურაცხმყოფელი განცხადებებით, ის ჩვენ გამუდმებით მოგვიხსენიებს, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ
მთავარი

ეს ახალგაზრდა გამორჩეულია თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - ის გამუდმებით მოგვიხსენიებს ჩვენ, როგორც „ხანდაზმულ თაღლითებს“. არაერთხელ ყოფილა ასეთი განცხადება, ამიტომ ასეთი ადამიანისგან შენიშვნას ვერ მივიღებთ, - ამის...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – მძიმე ავარია

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
ძველ თბილისში ქალი სასტიკად მოკლეს
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა....

დაწვრილებითDetails

მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ სასამართლოს გორდულაძე უსაზღვრავს ჩარჩოებს და მას მომავალ თავმჯდომარედ ხედავს, ხმაური მოჰყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
მაია კოპალეიშვილის განცხადებას, რომ სასამართლოს გორდულაძე უსაზღვრავს ჩარჩოებს და მას მომავალ თავმჯდომარედ ხედავს, ხმაური მოჰყვა
მთავარი

მითითება იმის თაობაზე, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე განუსაზღვრავს სასამართლოს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის რა სიტყვა უნდა მისცეს, არის სასამართლოს შეურაცხყოფა - ეს ხომ იყო ძალიან არაადეკვატური შეფასება მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

 29 ოქტომბერს ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ. მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

არჩილ გორდულაძე – ბატონო მოსამართლევ, რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? – თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ. ნიკა გვარამია რით ამაყობს და რით...

დაწვრილებითDetails

დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ხელისუფლების ნაწილი ვიყავი, ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო
მთავარი

დიახ, მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ, მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვამაყობ რუსეთის ბაზების გაყვანით საქართველოდან, სტრასბურგში რუსეთის...

დაწვრილებითDetails

“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
“ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა”
მთავარი

ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან - მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დიტო ჩუბინიძე – რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? – ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია – მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში

by მეგა TV
ოქტომბერი 29, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"