LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2012 წელს ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა, რომ თუ ხელისუფლება ძალაუფლებას არჩევნების გზით არ დათმობდა, აიძულებდნენ, რომ დაეთმოთ – ანი წითლიძე

ზურაბ ადეიშვილი ერთხელ მყავს ნანახი, როგორ შეიძლება, მისი ნამოქმედარის გამო, მე ამიკრძალო პოლიტიკური საქმიანობა და მისი დასაყრდენი, ვასილ როინიშვილი ამ დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს? – ანი წითლიძე

დაპოსტა 2026/10/27-ში
A A
13
ნახვა
გაზიარება

ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო. როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?! – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვასილ როინიშვილი ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის დროს იყო მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა“.

„წარმოდგენილ სარჩელში, 25-ჯერ დავითვალე, მერე დამეზარა, ნახსენებია ზურაბ ადეიშვილი. მოსარჩელე ცდილობს, რომ მისი ინდივიდუალური ფიგურა და საქმიანობა გამოიყენოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საფუძვლად. ამ არგუმენტს მივყავართ უმძიმეს სამართლებრივ და ლოგიკურ პარადოქსამდე. თუ მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის საქმიანობა, რომელიც პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა და არასდროს ეკავა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ტიპის თანამდებობა, იმდენად სისტემური და ანტიკონსტიტუციური იყო, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს, მაშინ უნდა გადავხედოთ მის ინსტიტუციურ და საკადრო მემკვიდრეობას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს პოლიტიკური პარტიები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, უნდა ამკრძალოთ მეც. მე პირადად ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ზურაბ ადეიშვილი ნანახი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეში ვემიჯნები ან რაღაცას ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თუმცა საინტერესოა, ვინ იყვნენ უახლოესი საკადრო დასაყრდენები, რომლებიც უშუალოდ მართავდნენ პროცესებს, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ სარჩელში ჩვენ დანაშაულად გვიფასებს. სწორედ ამავე სასამართლოს მოსამართლე, ვასილ როინიშვილი, წლების განმავლობაში, ზურაბ ადეიშვილის უშუალოდ საკადრო დასაყრდენი იყო, მთავარი პროკურორის მოადგილე და სისტემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვისზეც ზურაბ ადეიშვილი დიდ იმედებს ამყარებდა. აქ იბადება კითხვა: როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი ლოგიკა იმაში, რომ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მყავს ნანახი ზურაბ ადეიშვილი, მისი ნამოქმედარის გამო, ამიკრძალო მე პოლიტიკური საქმიანობა და პარტია აკრძალოთ და იმავე მინისტრის უშუალო საკადრო დასაყრდენი და შემსრულებელი, ამავე დარბაზში იჯდეს და კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას ახორციელებდეს?!“- განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება5

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება
All news

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...

დაწვრილებითDetails

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულში დღეს, შუადღის საათებში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი...

დაწვრილებითDetails

” ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი
მთავარი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს....

დაწვრილებითDetails

“სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს. შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე...

დაწვრილებითDetails

„ფულზე მოვედი კახა, ფული მინდა…“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
„ფულზე მოვედი კახა, ფული მინდა…“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

“კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს” – კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"