LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე ირაკლი კირცხალიას – არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით! კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ! – აქ ყველა თქვენგანის პასუხისმგებლობაა, კითხვაც რომ არ დაგისვამთ, რაზე აწერდით ხელს

დაპოსტა 2026/10/27-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს, – ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კირცხალიას.

მან მმართველი გუნდის წარმომადგენელს უთხრა, დაესაბუთებინა, კონსტიტუციის რომელი მუხლის დარღვევას ედავებიან მის პარტიას.

„ირაკლი კირცხალიას მინდა ვუპასუხო. ძალიან უნდა მოენდომებინა მას, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, თუ რამდენად აბსურდულია ეს სარჩელი კონკრეტულად ჩვენი პოლიტიკური გუნდის მისამართით. ბატონო ირაკლი, რადგან აქ ვერ შეძელით სიცხადე შეგეტანათ იმ ნაწილში, თუ კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ კონსტიტუციის რომელი მუხლი დაარღვია ან ჩვენს მიერ ჩამოთვლილი დანაშაულებიდან ჩვენ რომელ დანაშაულში მიგვიძღვის ბრალი, მაშინ თქვენი 4 წარმომადგენელი, ახლა ბათუმში ვინც იმყოფება, იმათ მაინც უთხარით, გამოვიდნენ და ნორმალურად, დალაგებულად და გასაგებად აუხსნან საქართველოს მოსახლეობას. მე არ მაინტერესებს, „ნაცებს“ რას ედავებით, მე მაინტერესებს, ჩვენ რას გვედავებით, რადგან ჩვენი პოლიტიკური პარტია ბოლოს დაამატეთ სრულიად ხელოვნურად ამ აბსურდულ სარჩელს. ამიტომ დღეს, როცა თქვენი გამოსვლა „ნაცების“ წინააღმდეგ „ნაცების“ დანაშაულების ჩამოთვლას დაუთმეთ, კეთილი ინებეთ და ჩვენს დანაშაულებზე გვესაუბრეთ, თუ ასეთი არსებობს საერთოდ. ჩვენს, კონკრეტულად პარტია გახარია საქართველოსთვის დანაშაული აგვიხსენით, კონკრეტულად, კონსტიტუციის რომელი მუხლი დავარღვიეთ! აგვიხსენით! ამას ვერ ხსნით! თქვენი გამოსვლა არის ამის პირდაპირი მტკიცებულება, რომ არანაირი დასაბუთებული, ლოგიკური არგუმენტი არ გაქვთ ჩვენს წინააღმდეგ, ელაპარაკებით „ნაცებს“, რაც ამ 14 წლის განმავლობაში მართლა ძალიან კარგად ისწავლეთ.

იმ სარჩელზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ ისიც კი არ იცით, ვისი დაწერილია, ყველას ხელი მოგაწერინეს, აქ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობები იქნება, კითხვაც რომ არ დაგისვამთ, რაზე აწერდით ხელს და არც გიფიქრიათ იმაზე, ამ სარჩელით რა რისკებში შეგყავდათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სახელმწიფო. ვინ არის მოღალატე, ამას მალე გაიგებს ხალხი და ისედაც ძალიან კარგად იცით! თქვენი ერთადერთი მოტივაცია ძალაუფლების შენარჩუნებაა და ამ ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილები მზად ხართ ქვეყანა ჩაფლოთ ერთპარტიულ დიქტატორულ ჭაობში და დააბრუნოთ ბნელ, საბჭოთა წყობილებაში. ეს არის თქვენი მთავარი მიზანი და ერთადერთი მიზანი გამოძრავებთ, რაც შეიძლება დიდ ხანს შეინარჩუნოთ ძალაუფლება“, – განაცხადა შარაშიძემ.

მან ასევე ისაუბრა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ამ დღეს გაემიჯნა.

„ხალხი რასაც ხედავს, მარტივი რამაა, ბოლო წლებში როგორ არის „ოცნება“ დაკავებული სწორედ ხალხის ძარცვით და ეს რომ ვერ დამალეთ, თავად გამოააშკარავეთ, როგორ უპოვეთ ერთმანეთს სახლებში ოქროს ზოდები და მილიონები. მერე რა გინდათ, რომ მართლა ამ გაუმაძღრობით აღშფოთებული ხალხი თქვენს გადარჩევას რომ გადაწყვეტს, ამის უფლება აღარ ჰქონდეს ხალხს და ისევ თქვენ აგირჩიოთ, ამას აკეთებთ, ამიტომ ძალადობთ ხალხზე. კონსტიტუციის მთავარ პრინციპს, რომ ხელისუფლების მთავარი წყარო ხალხია, გინდათ, საერთოდ გადაუსვათ ხაზი. მე-5 დღეა ამ პროცესს ვადევნებთ თვალს და დღემდე ვერ ჩამოაყალიბეთ ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელი მუხლი აქვს დარღვეული.

არ შემიძლია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ გიპასუხოთ. 4 ოქტომბერთან ჩვენ საერთოდ როგორ გვაკავშირებთ, როდესაც ჩვენ არათუ გავემიჯნეთ 4 ოქტომბერს, როგორც სრულიად უპასუხისმგებლო ავანტიურას და პროვოკაციას, არამედ კარდაკარ ხალხს მოვუწოდებდით არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, რადგან ჩვენთვის არჩევნების იდეის გადარჩენა იყო მთავარი და მთავარი იყო, თქვენს მიერ დაგებულ ხაფანგში, რაც 4 ოქტომბრის ავანტიურა იყო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა არ გახვეულიყო. ეს არის სიმართლე, ამიტომ დარჩება ეს სარჩელი აბსურდულ და მოღალატეობრივ სარჩელად“, – განაცხადა შარაშიძემ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება
All news

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგი იყო. ცვლილება ქართული ოცნების დეპუტატების...

დაწვრილებითDetails

მარნეულში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მარნეულში დღეს, შუადღის საათებში, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
შუქი გაითიშება – ნახეთ, მისამართები
მთავარი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სემეკს ენიჭება უფლებამოსილება როგორც წყლის, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს. მიღებული კანონის თანახმად, სემეკი...

დაწვრილებითDetails

” ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი” – ლევან მახაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და გაზიარება არ ხდება, შესაბამისად, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არაფერ სიახლეს არ ველი - წინა ანგარიშის მსგავსად, პოლიტიკურ საკითხებზე იქნება საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი
მთავარი

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზისა და რადიოს მთელი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი გამორჩეული თანამშრომლის ინგა მებონიას გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და პროფესიული გზა 25 წლის განმავლობაში ურყევად უკავშირდებოდა აჭარის რადიოს....

დაწვრილებითDetails

“სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა მოულოდნელია, ჩვენთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

ჯერჯერობით საპატრიარქოში საკანონმდებლო პაკეტზე, რომლის ამოქმედების შედეგად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება, - ამის...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა – კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული მამა და ორი შვილი სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულებმა - კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს. შესაბამისი პოზიცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე...

დაწვრილებითDetails

„ფულზე მოვედი კახა, ფული მინდა…“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
„ფულზე მოვედი კახა, ფული მინდა…“ – შსს ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

“კარგია, რომ ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს” – კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 28, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"