LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს – ნიკა გვარამია

სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს – ნიკა გვარამია

დაპოსტა 2026/10/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.

მან ამ სიტყვებით დაიწყო კონკრეტული შუამდგომლობის დაყენება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას ეხებოდა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახმობილ უნდა იქნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გვარამიას პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი ის გააფრთხილა.

„სარჩელი ეხება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, მეორეც, ეს არის ჯერ სარჩელი, აქ არაფერ შუაში არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. ახლა დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით, თქვენ ვერ იქნებით განსაკუთრებული და განსხვავებული სხვებისგან და თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს“, – მიმართა ნადარაიამ.

მოსამართლის ამ შენიშვნას გვარამიამ რეპლიკით უპასუხა, რომ ეს არ არის საერთო სასამართლოები, სადაც მოსამართლეს ჩაქუჩის გამოყენებით შეუძლია პოლიტიკური განცხადებების გაჩერება.

„ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია და როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება“, – აღნიშნა გვარამიამ.

„მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, საერთოდ არ გამომიყენებია და მერე მეორე, მე არაფერი მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. ანალოგიურად ძალიან კარგად ვარჩევ კორექტულობას და არაკორექტულობას ერთმანეთისგან და ანალოგიური არაკორექტულობის შემთხვევაში თქვენზეც გავრცელდება იგივე. გაფრთხილებული ხართ უკვე“, – განაცხადა მოსამართლემ.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი – ინციდენტი სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დაპირისპირება მოსწავლეებს შორის და დაშავებული პედაგოგი – ინციდენტი სკოლაში
მთავარი

სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის №172-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. წერდნენ, რომ ჩხუბის დროს პედაგოგი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. გაშველებას მასწავლებელი ცდილობდა და ამ დროს მცირე დაზიანება მიიღო....

დაწვრილებითDetails

ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

დაწვრილებითDetails

ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ხატია დეკანოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, დაატოვებინეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან...

დაწვრილებითDetails

პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული, ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომლებიც სინამდვილეში უცხოური აგენტურაა, არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ - შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს. ის პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„ეს ფაქტი როგორც სანიოლის, ისე მთელი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს“ – AS-ის სტატია კვარაზე და საქართველოზე
მთავარი

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და „პსჟ“-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმას ეხმაურება. „ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე...

დაწვრილებითDetails

„66 წლის კაცმა 19 წლის გოგო გააუპატიურა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, იძულების და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარისა და იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა....

დაწვრილებითDetails

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
მთავარი

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა. შესაბამისი განცხადება ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ცნობისთვის, გიორგი ზურაბაშვილი ამ დრომდე საქართველოს...

დაწვრილებითDetails

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მთავარი

ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გასულ სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა,...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
მთავარი

ბოლო მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ყაზბეგი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 13 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"