1 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, გუშინ იაშვილის კლინიკაში კიდევ ერთი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ბავშვს შუნტირება დასჭირდა. ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ. ყველას გვჯერა, რომ სიცოცხლით სავსე პატარა ბიჭი ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოვა, შვილის თვალებს შემყურე დედას მალე სიყვარულით დაუძახებს დედას, მალე ჩაეხუტება ჩვეული ღიმილით მშობლებს, რომლებიც დღე და ღამეს კლინიკაში ატარებენ და ლოცულობენ შვილის კარგად ყოფნისთვის.
ოჯახს ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ ვატოს სრულ გამოჯანმრთელებამდე საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწევს და რეაბილიტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
- საზოგადოებას კარგად ახსოვს 31 აგვისტოს თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე მომხდარი უმძიმესი ფაქტი. ე.წ დევნილთა კორპუსის მეათე სართულიდან 28 წლის დავით ბაგაშვილის მიერ ნასროლი სკამი ეზოში მყოფ ბავშვს თავზე დაეცა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ვატო, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ურთულესი, 6-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 21 დღე ბავშვი ურთულეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა.
დღეს მშობლები იმის მოლოდინში არიან, თუ როდის ალაპარაკდება მათი შვილი, როდის აამოძრავებს ბავშვი ხელ-ფეხს და როდის დაუბრუნდება ცნობიერება. ლოცულობენ, რომ ვატომ კვლავ ჩვეული ბედნიერებით და სიყვარულით შეძლოს ცხოვრება. დედა ამბობს, მიკვირს ამ პატარა ასაკში ჩემმა შვილმა ამდენი სიყვარულის დათესვა საიდან მოასწრო. ვატო ყველა უყვარს და თვითონაც გიჟდება თავის კლასელებზე, გუნდელებზე და მეგობრებზე. ყოველთვის ცდილობდა, ყველასთვის ესიამოვნებინა, ადამიანები გაეხარებინა. ის ძალიან თბილი და მოსიყვარულეა ბიჭიაო.
სიცოცხლით სავსე საღსალამათი ბავშვის და ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ერთ წუთში შეიცვალა. ახლა ბავშვი გამოჯანმრთელებისთვის იბრძვის. ეს დანაშაული იმ დღეს სამართალდამცავების თვალწინ მოხდა და ბრალდებული ოპერატიულად დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბრალდებული ახლა მოსამართლის ვერდიქტს დაელოდება. ბავშვის ოჯახი მის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
პ.ს. ვატო ნარსავიძის რეაბილიტაციისთვის საჭიროა თანხების მოძიება,
- მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ვატოს დედის, თიკო ქანთარიას საბანკო ანგარიშის ნომრებზე
- საქართველოს ბანკი GGE55BG0000000533934768
- თიბისი ბანკი GE70თB7445045064300101პირადი ნომერი 42201042660
- მიმღები დედა, თიკო ქანთარია
AMBEBI.GE- ვატოს ნარსავიძის დედას ესაუბრა
– თიკო, პირველ რიგში გვითხარით, როგორია დღეს ვატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ვატოს დაუგეგმავი ოპერაცია დასჭირდა, გუშინ გავუკეთეთ და შუნტი ჩაუდგეს თავში, რადგან დაგროვდა სითხე, რომელიც არ გაიწოვა ორგანიზმმა. ვერ შეძლო გაწოვა, სითხე გროვდებოდა, რას არ ეცადნენ ექიმები, რომ დასტაბილურებულიყო მდგომარეობა, მაგრამ ვერ მოახერხეს, ამიტომ სასწრაფოდ გაუკეთდა კიდევ ერთი ოპერაცია. 24 საათის განმავლობაში ვიყავით რეანიმაციაში, ახლა ჩამოვედით პალატაში.
შემდგომში კიდევ ერთი, მესამე ოპერაცია გველოდება, თავის ქალა უნდა დახურონ. ახლა თავზე დასჭირდა შუნტი. ამ ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა, იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ექიმმა გვითხრა, შეიძლება ბევრი გართულება მოყვეს. ჯერ მეორე დღეა და წინასწარ ვერაფერს გვეუბნებიან. დაკვირვების ქვეშ არის ბავშვი, იმიტომ რომ უცხო სხეულია ორგანიზმში შეტანილი და როგორ აითვისებს მისი ორგანიზმი, ამას აკვირდებიან.
– ბავშვი კონტაქტურია?
-აზრიანი გამოხედვა აქვს, ჯერჯერობით ვატო ვერ ლაპარაკობს, ჯერ მეტყველებაზე ნაადრევია საუბარი, მაგრამ თვალები აქვს გახელილი, აშკარად თვალებით გვესაუბრება, თავის რეაქციებს გამოხატავს, სიხარულს, ემოციას, უბრალოდ ყველაფრის აღქმა არ შეუძლია, არ არის ჯერ ბოლომდე კონტაქტური, ზონდის მეშვეობით იკვებება. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, ექიმი ყველანაირად კმაყოფილია, მივდივართ წინ, მაგრამ დაგვჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
ღმერთის წყალობით ვართ კარგი შედეგის მოლოდინში. ნელ-ნელა, დრო გვჭირდება, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ექიმმა გვითხრა ამ ოპერაციის შემდეგ უფრო იქნება პროგრესიო, უფრო აამოძრავებს ხელს და ფეხსო. ვატოს მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერ ამოძრავებს. ვერც გვეკონტაქტება, ვერც საუბრობს. ასეთ მდგომარეობაში ვართ, ვართ იმის მოლოდინში განაგრძეთ კითხვა









