სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხონისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს შორის ყველა სახის სატრანსპორტო მიმოსვლა აიკრძალება და პატრულირებას საჯარისო ნაწილები განახორციელებენ, აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერებმა არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ თვით იზოლაციაში მყოფ პირებზე მონიტორინგი ხორციელდება. რაიმე სახის განსაკუთრებული ღო ნისძიებები არ იგეგმება. საგანგებო ვითარებით გამოცხადებული წესების დაცვა შეიძლება ითქვას, რომ აქ ჯეროვნად ხორციელდება.
ჩამოვარდა თვითმფრინავი – არის მსხვერპლი
ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, სატრანსპორტო თვითმფრინავი An-32 ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატ ასამში ჩამოვარდა. ინდოეთის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი ჯორჰატის რეგიონში რეგულარულ ფრენას ასრულებდა. საჰაერო ძალებში...










