წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82 მოქალაქემ დატოვა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ. 82-ვე მოქალაქემ საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა. ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება. 82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ.
ეროვნული გამოცდები იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები...