აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა.
ილია ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი სომბორ ვეგი დაამარცხა, მერვედფინალში მოლდოველ ვადიმ გიმბოვსკის, მეოთხედფინალში კი რუს ნიაზ ბილალოვს სძლია. სულამანიძემ ნახევარფინალში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალია.
სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.










