აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს, პირველი გამარჯვება მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).
მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს, ჰაჯიმურატ ომაროვს სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი აურელიენ ბონფერონი იქნება.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.










