თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების, გაგა გოქსაძისა და ანა ბდეიანის სასამართლო პროცესები გაიმართა.
აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმეს, ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე კი1 500 ლარით დააჯარიმეს.
ანა ბდეიანის საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ედავებოდნენ.
ბდეიანი მომხდარს სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს. მისივე თქმით, საქმეში დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობდა.
შსს-მა ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა ის პროფილი ნამდვილად ჩემი იყო თუ არა, ნამდვილად მე დავწერე თუ არა, იმიტომ, რომ რაღაც სადღაც თავის კანტორაში გამოიკვლიეს და დაადგინეს ეს, რომ ვითომ მე დავწერე. რა თქმა უნდა, სასამართლომ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობები. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ დასანქცირებული ტელევიზიის პოსტებიდან გამომდინარე აღიძრა ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მიიღო სასამართლომ წარმოებაში, – თქვა ბდეიანმა პროცესის შემდეგ.
კიტხვაზე, აპირებს თუ არა აღნიშნული ჯარიმის გადახდა, ბდეიანი ამბობს, რომ – არა.
გაგა გოქსაძე კი აცხადებს, რომ მისი დაკავება ბერა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას უკავშირდება.
26 მაისს დიუშენის აქციიდან მოვდიოდი და ჩემი ბავშვობის ორი მეგობარი ვნახე, ემზადებოდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მივედი და მათ ვკითხე, თუკი ქვეყანა მართლა გიყვართ,-მეთქი, აქ რატომ დგახართ? იქ რატომ არ ხართ, კანცელარიასთან, მომავალ თაობას დახმარება სჭირდება-მეთქი. დაიწყეს გადაღება აი, აკაცუკი მოვიდა ქვეყნის ზეიმის ჩასაშლელადო. მარტო კაცის ეშინიათ, ისეთი მონები არიან. რომ სევხედე – მიღებდნენ. მერე ბერას მივმართე ქოცების ტელეფონში, ხომ იყო საკმარისი შენი პოსტი ბირჟა-მაფიის ბიჭების გასათავისუფლებლად, ახლა დაწერე ორი სიტყვა-მეთქი: “წამალი ბავშვებს!”.
“ქართულო ოცნებავ”, გზის გადაკეტვის გამო ორი გადაუხდელი 5 ათას ლარიანი ჯარიმა მაქვს, ეს მესამეა. უნდა დაგეპატიმრებინეთ – არც ამას გადავიხდი. თავისუფლება ზვიად რატიანს! მზია ამაღლობელს! სინდისი ყველა ტყვეს თავისუფლება და არა საქართელოს გარუსებას! მონები ხართ, ქოცებო, სირცხვილია!, – ამბობს გაგა გოქსაძე.










