თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ “პირველებისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქალებს ცაგარელის ქუჩაზე ნარკოტიკები დასადებად მიჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ჯერ არ უთქვამს, რა ოდენობის და რამდენ შეკვრად დაფასოებული წამლი ჰქონდათ ახალგაზრდა გოგოებს.
შეგახსენებთ, რომ საბურთალოზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია აქტივისტმა, გიორგი ახობაძემ გაავრცელა.










