საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე სოფელ კორბოულში მარიამ მაჭარაშვილს ესტუმრნენ. დაბადებიდან უსინათლო გოგონა, საკუთარი მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად სწავლას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მათემატიკის მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს.
ლევან ივანაშვილმა მარიამს სტუდენტობა მიულოცა, მადლობის სიგელი, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
მარიამ მაჭარაშვილი ასევე ისარგებლებს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის სოციალური დებულებით“ და დაერიცხება ფულადი ჯილდო 2000 ლარი.
ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი...










