LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

დაპოსტა 2026/09/15-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის.

“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი.

“მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე.

მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს – სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს – ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის.

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს.

თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.

მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს – გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის.

ეს იყო ჯოჯოხეთი – სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი – ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით – როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე”, – წერს ექიმი.

ახმეტაში დაკავებულ ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ექიმი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მოქალაქეებმა გირაოს თანხა 1 საათში შეაგროვეს.
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი მაია ბითაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის”- მაია ბითაძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც თინათინ რუხაძემ 28 ივლისს პოსტი დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების...

დაწვრილებითDetails

ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ამან კაცობრიობის გადაშენებამდე შეიძლება მიგვიყვანოს – „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს
მთავარი

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ხელოვნური ინტელექტის ნათლია“ გვაფრთხილებს: „ზეგონიერ სისტემებს შეუძლიათ, ადამიანების გადაშენება გამოიწვიონ“ და მთავრობას მოუწოდებს, რომ მათი შემუშავება აკრძალოს“ (ავტორი - შივალი...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით ანუ 177.3 ლარით გაიზარდა და 2 389.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური...

დაწვრილებითDetails

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელია დარეგისტრირებული. „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები წელს ახალი სასკოლო...

დაწვრილებითDetails

საჩხერეში მცხოვრები, დაბადებიდან უსინათლო მარიამ მაჭარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
საჩხერეში მცხოვრები, დაბადებიდან უსინათლო მარიამ მაჭარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა
მთავარი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი და პირველი მოადგილე ოთარ ომიაძე სოფელ კორბოულში მარიამ მაჭარაშვილს ესტუმრნენ. დაბადებიდან უსინათლო გოგონა, საკუთარი მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად სწავლას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე,...

დაწვრილებითDetails

ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და გარკვეული დროით თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი...

დაწვრილებითDetails

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია “გახარია საქართველოსთვის” აკრძალვასაც მოითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პარტიული სია ცნობილია
მთავარი

"ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტია "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასაც მოითხოვს. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რაც ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციოდან სარჩელს გამოიხმობს და თავიდან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"