LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

ცნობილია, სად და როდის დაკრძალავენ დაურ ბუავას

დაპოსტა 2026/09/01-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

აფხაზ ბლოგერს, დაურ ბუავას, 2 სექტემბერს, 16:00 საათზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას ორგანიზაცია „ამრა“ ავრცელებს.

„დაურ ბუავას დედის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოში უკვე ჩამოვიდა,„ამრას“ თანადამფუძნებლის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 1 სექტემბერს 12:00 საათიდან, ხოლო გასვენება – 2 სექტემბერს, 16:00 საათზე.

მისამართი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N29, სარიტუალო სახლი „ნომორა“.
დაკრძალვა: მუხათგვერდის სასაფლაო. მსურველთა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი იქნება ავტობუსები.
ყველამ ერთად გავაცილოთ დაური უკანასკნელ გზაზე“, – ნათქვამია „ამრას“ განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

29 აგვისტოს სამართალდამცველებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი – ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. პროკურატურამ კადრები გამოაქვეყნა. ცნობილია ქიმიური ექსპერტიზის შედეგიც.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დაკავებულ ვალერია კირლიუკს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

რა შეზღუდვები უწესდებათ დღეიდან 60 წელს გადაცილებულ პირებს

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
დღეიდან “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის დამატებით მოთხოვნებს აწესებს, დღეიდან 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. ცვლილება მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების...

დაწვრილებითDetails

დღეიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
2 მაისს ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
მთავარი

დღეიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემა იცვლება. "2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, მგზავრები ისარგებლებენ “საქართველოს ბანკის” ნებისმიერი ბარათით. ბარათების აღება შესაძლებელია “საქართველოს ბანკის “ ნებისმიერ ფილიალში. შეღავათებით...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოს №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
წყალტუბოს №3 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მთავარი

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტები მოიცავს მესტიის, წყალტუბოს, ყვარლის, ზუგდიდის, დუშეთის, მცხეთის, კასპის, გორის, ქედის, ბორჯომის, საგარეჯოს, ახმეტის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში...

დაწვრილებითDetails

პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეს იწყება

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
მთავარი

ირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა დღეიდან, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ. "ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

ბათუმში მანქანა ქვეითს დაეჯახა - "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად ქვეითი მძიმედ დაშავდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია ზუგდიდში – არის მსხვერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და მგზავრი, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე დაიღუპნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

დაწვრილებითDetails

პირველი სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 1, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ქალი ემსხვერპლა -  ინფორმაციას Info Imereti ავრცელებს.  შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა ქუთაისელი მედიკოსი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ახალგაზრდა ქუთაისელი მედიკოსი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია
მთავარი

ქუთაისელი ახალგაზრდა მედიკოსი და მკვლევარი გვანცა ჯანელიძე UEG-ის National Scholarship 2026-ის ჯილდოს მფლობელია. საქართველოდან წარდგენილ ნაშრომებს შორის მან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. კვლევა ეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას პაციენტების თვითტრიაჟში და...

დაწვრილებითDetails

3 წლის ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 31, 2026
0
ესკიზის შენახვა
მთავარი

ახალქალაქში სამი წლის ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა - ინფორმაციას Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ბავშვი თბილისიდან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალქალაქის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა. წინასწარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"