რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან.
,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და შემდეგ გარდაცვლილი.. მსგავსი ამბავი არ კუთხეს.”
,,ზემოთ ასულა სათავესთან ვნახავო და რომ დააგვიანდა ავიდნენ არიყო ეძებეს და ვერ უნახიათ.გავივლი დავათვალიერებო უთქვია იქ სულ რო წყალია როგორც ჩანს ფეხი აუცდა ქვაზე თან ნაწვიმარი იყო და ალბათ თავი დაარტყა დაცემისგან გაითიშა და გადავარდა.” – წერენ სოციალირ ქსელში.










