LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას – კახა კალაძე

ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს – კახა კალაძე

დაპოსტა 2020/03/22-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს.

როგორც კალაძემ განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.

„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა.

მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ წესებს, რაც ძალიან ცუდია.

ორგანიზებულობით და ერთსულოვნებით ყველა ერთად მოვედით დღემდე საუკეთესო შედეგებით.

მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით.

ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ყველა შევძლებთ, ღირსეულად გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე“, -განაცხადა კალაძემ „პოსტ ტვ-ის“ ეთერში, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: კახა კალაძეკორონა
გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი – 3 პირს, მათ შორის ერთ „კანონიერ ქურდს“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში...

დაწვრილებითDetails

„ეს ყველაზე საშიშია ბავშვებისთვის“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

აუზის წყალი ყველაზე საშიშია ბავშვისთვის, ბევრად უფრო რისკის შემცველია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს. „ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დიარეა...

დაწვრილებითDetails

რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია და ჩიპირება უფასოდ ჩატარდება

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ახალი კანონპროექტი : საქართველოში ყველა ძაღლი დაიჩიპება
მთავარი

ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განცხადებით, დღეს სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული...

დაწვრილებითDetails

შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ სოფელ ქვენატკოცას მიმდებარედ, მდინარე ფცაზე, ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე,...

დაწვრილებითDetails

ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

რუსთავში ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა - კაცი დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ Info Rustavi ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა… მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია 🥹😭 რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, ხოლო პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო მოთმინება დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით 07:35 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"