LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას – კახა კალაძე

ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს – კახა კალაძე

დაპოსტა 2020/03/22-ში
A A
191
ნახვა
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს.

როგორც კალაძემ განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.

„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ.

ნებისმიერი კონფესიის სასულიერო პირის ვალდებულებაა ლოცვა, ხალხის გამხნევება, რწმენით ნუგეშისცემა.

მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ წესებს, რაც ძალიან ცუდია.

ორგანიზებულობით და ერთსულოვნებით ყველა ერთად მოვედით დღემდე საუკეთესო შედეგებით.

მინდა, ვთხოვო თითოეულ სასულიერო პირს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული რჩევები, პროფესიონალების რეკომანდაციები, არანაირად არ შეურაცხყოფს არავის რწმენას. ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მთელი საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ეს ბრძოლა საქართველოში ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით.

ამჯერადაც ჩვენი წარმატების საწინდარია მაღალი სულიერება, პროფესიონალიზმი და ორგანიზებულობა. მე დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ყველა შევძლებთ, ღირსეულად გამოვიდეთ ამ მძიმე მდგომარეობიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე“, -განაცხადა კალაძემ „პოსტ ტვ-ის“ ეთერში, რომლის კომენტარსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: კახა კალაძეკორონა
გაზიარება78

დაკავშირებული -პოსტები

ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

რუსთავში ქმარი ცოლს ქუჩაში ფიზიკურად გაუსწორდა - კაცი დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ Info Rustavi ავრცელებს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

დღეს ზღვამ ყველაზე ძვირფასი უკან დააბრუნა… მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა ნოდარ დარჩიძის ცხედარი ნაპოვნია 🥹😭 რამდენი ლოცვა, რამდენი იმედი, რამდენი ცრემლი… ყველას სჯეროდა, რომ ნოდარი ცოცხალი დაბრუნდებოდა. ოჯახი...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
როდის გამოიდარებს საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. სამსახურში შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, ხოლო პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო მოთმინება დღეს თქვენი მთავარი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს, თბილისის დროით 07:35 საათზე, ონის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ ირიში 3.2 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდზე

by მეგა TV
ივლისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის გაუარესებას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   „9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის...

დაწვრილებითDetails

ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეები ,,ევერესტის“ გამარჯვებულები გახდნენ
მთავარი

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ და გაბრიელ კაპანაძეებმა „მოაზროვნეს“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვეს!  გაბრიელ კაპანაძემ (III კლასი) მოიპოვა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
გარდაიცვალა სკოლა “იმედის” დამფუძნებელი ცოტნე გველესიანი
მთავარი

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” დამფუძნებელი და დირექტორი ცოტნე გველესიანი გარდაიცვალა. სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს: "ისტორია მხოლოდ წარსულის მატიანე როდია, იგი ადამიანების ნააზრევითა და ღვაწლით იწერება, ის ვინც ეპოქას...

დაწვრილებითDetails

არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
არ აღენიშნებდა პულსი და სუნთქვა – სასწრაფოს ექიმები მამაკაცი გადაარჩინეს
მთავარი

თბილისის სასწრაფო დახმარების პირველი რაიონული სამსახურის 0131 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით ზოგადი სისუსტე. ბრიგადა გამოძახების მისამართთან ახლოს იმყოფებოდა და ადგილზე 2 წუთში მივიდა, სადაც 68 წლამდე მამაკაცი უკვე უგონო მდგომარეობაში...

დაწვრილებითDetails

“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
“სუპერ ელ-ნინიო“ ძლიერდება – მეცნიერები ექსტრემალური ამინდის ზრდას ელიან
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბი სულ უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ წყნარ ოკე­ა­ნე­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ელ-ნი­ნი­ოს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მოვ­ლე­ნა გახ­დეს. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, მის­მა გაძ­ლი­ე­რე­ბამ შე­საძ­ლოა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ექ­სტრე­მა­ლუ­რი ამინ­დის მოვ­ლე­ნე­ბის ზრდა გა­მო­იწ­ვი­ოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"