ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მალევე დააკავეს
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.










