აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს










