მახინჯაურში, ზღვაში ნაპოვნი, სავარაუდო, საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ნაპოვნი მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი, რომლის დასკვნის საფუძველზეც დადგინდება მისი სახეობა და წარმომავლობა.










