როგორ მენანები… სული მეწვის შენი საცოდაობით“ – სამტრედიაში ავარიის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს გლოვობენ
სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ 38 წლის გიორგი ოჩხიკიძეს ახლობლები და მეგობრები ემოციური სიტყვებით ემშვიდობებიან.
„ჩვენი გიო, ჩვენი სიყვარული, ბავშვობა და ყოველდღიურობა აღარ გვყავს… ![]()
ქუჩის მაცოცხლებელი შეძახილებით, კილომეტრიდან რომ გიცნობდნენ სიარულის მანერით…
ჩვენი ოჩხი, ჩვენი ბონძღი…
ყველასთვის საყვარელი და მოსაფერებელი ზედმეტსახელით ცნობილი.
როგორ მიყვარდა, როცა ყველას ჩამოუვლიდი და რაღაცას შემოგვძახებდი…
იმ გზაზე, სადაც მთელი ცხოვრება დადიოდი, რა დაგემართა, გიო?!
როგორ მენანები… სული მეწვის შენი საცოდაობით.
მარადიულ სიყვარულად გვექეცი გივიკოსთან ერთად.
მიყვარხარ!
“,– წერს გარდაცვლილის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 23 ივლისს, გვიან ღამით, სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. მიღებული დაზიანებების გამო გიორგი ოჩხიკიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
კაცი ქალს საძილე აბებით თიშავდა. ვიდეოს იღებდა და პორნოსაიტებზე ტვირთავდა – შეყვარებულის გაუპატიურების ფაქტზე სასამართლო პროცესები დაიწყო
გერმანიაში 39 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი შეყვარებულის მრავალჯერად გაუპატიურებასა და წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მამაკაცმა ვიდეოზეც გადაიღო. როგორც Die Zeit...










