კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 1 660 792 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში აღნიშნული დარღვევიდან ხაზინაში 990 165 ლარის აკუმულირება მოხდა.
ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 6 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში 297 567 586 ლარი შევიდა, 2025 წელის იგივე პერიოდში 174 588 123 ლარი.










