LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა

გიორგი ჭიღლაძე გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა

დაპოსტა 2026/07/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სასტუმრო Agarani Estate-ში ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გიორგი ჭიღლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროკურორ ბექა ნათელაური დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების საფუძვლებზე მიუთითებდა. ის ჭიღლაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის საფრთხეზე მიუთითებდა, თუკი, მის მიმართ გირაო არ იქნებოდა გამოყენებული. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაზარალებული სტუმრების საცხოვრებელ ოთახში თვითნებურად ავიდა და ერთ-ერთ სტუმარზე ფიზიკურად იძალადა, თავდაპირველად ხელი დაარტყა მხრის არეში, შემდეგ კი სახის არეში, რის შედეგადაც მან ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა მიიღო.

დაცვის მხარე პროკურორის მიერ გაჟღებულ საფუძვლებს არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ გიორგი ჭიღლაძე პირველივე საათებიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან და ის არსად მიმალვას არ აპირებს.

დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას დაეთანხმა, თუმცა, არასაპატიმროს. ისინი ჭიღლაძის დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამასთან, მათ განაცხადეს, რომ გირაოს ოდენობა მისაღები იყო და განმარტეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდის სურვილი სასტუმრომ გამოთქვა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომის დაწყებისას კი მოსამართლე თარ კაპანაძემ ბრალდებულს მიმართა.

„კისერთან გაქვთ დაზიანება, მე მაინტერესებს ეს პოლიციელების მხრიდან ხომ მოხდა”,-მიმართა მოსამართლემ დაკავებულს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი გასცა.

მოსამართლის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის ბრალს, ადვოკატმა გასცა პასუხი და აღნიშნა, რომ ჭიღლაძე იმ ჩვენებას ეთანხმება, რაც გამოძიებას მისცა.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა. ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ რუს ტურისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ ქალს. თავის მხრივ, ბრალდებულიც მიუთითებს ყელის არეში დაზიანებაზე.

მომხდარის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
მთავარი

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინასურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალური მეწარმის...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ამოღებულია 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტი
მთავარი

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების...

დაწვრილებითDetails

მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
მწნილის მწარმოებელს საწარმოო პროცესი  შეუჩერა
მთავარი

თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე ფიზიკური პირის ჯ. შ. მწნილის საწარმო (მისმართი: თბილისი მეველის N30) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია...

დაწვრილებითDetails

“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
“სამგვარი სიყვარული” – პრემიერა მესხიშვილის თეატრში
კულტურა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საპრემიერო დღეებია. თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ დასთან აკაკი წერეთლის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე იმუშავა. "სამგვარი სიყვარული" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ბიუჯეტში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან 297 567 586 ლარი შევიდა – ზრდა 70%-ია

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით (თითქმის 123 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 54%-ით (თითქმის 52 მლნ ლარით) გაიზარდა. უფრო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"