ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა ბიჭს ხვალ დაკრძალავენ.
15 ივლისს ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა. კორპუსის მშენებლობაზე, ბეტონის საფარის დასხმის დროს კონსტრუქცია ჩამოიშალა და ნანგრევებში ახაკაგაზრდა კაცი მოჰყვა. დაღუპულია 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მშობლები ემიგრაციაში იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილი ხდება, ობიექტს, რომელიც დაინგრა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ახორციელებდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
“მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს.










