,,4 თვე სოფელ კურსებში ჩამოწოლილი მეწყრიდან – შეჯამება
როგორც იცით, 12 მარტს ტყიბულის რაიონი სოფელი კურსების ნაწილი მეწყერმა გააქრო. დავკარგეთ საცხოვრებელი სახლები, ეზოები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, შინაური ფრინველები და ცხოველები…
მეკითხებით ხოლმე სიახლეების შესახებ და ვეცადე, პასუხებისთვის თავი მომეყარა.
დაცლილი უბნების მოსახლეობა, ვინც წითელ ზონაში მოხვდა, ქირით გადაიყვანა სახელმწიფომ. პირველადი დასკვნის შესახებაც უკვე მოგიყევით. ახლა ბოლო ამბებს გაგაცნობთ.
სოფლის დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა აირჩია 10 წარმომადგენელი, საინიციატივო ჯგუფი, ვინც უშუალოდ მთავრობას შეხვდებოდა ხოლმე პერიოდულად.
ეს ადამიანები 18 ივნისს შეხვდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ლევან ზაუტაშვილს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. და შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. ანაზღაურების ნაწილი, სადაც საუბარი იყო ქონების ინდივიდუალურად დათვლაზე (თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ ვიცით, რა იქნება და როგორ).
2. ხალხს დაპირდნენ, რომ მანქანებს გამოაყვანინებდნენ ტერიტორიიდან.
3. უნდა მოეყვანათ ჰიდროლოგები, რადგან დამეწყრილ ტერიტორიაზე ღრმა ტბები წარმოიქმნა და მათი იქ არსებობდა კიდევ უფრო საშიშია. მათ შორის, გზისთვისაც, რომელიც აღდგა.
13 ივლისს საინიციატიცო ჯგუფმა წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის თუ არა რეაგირება, მაგრამ პასუხები არ ვიცით.” -წერს სოციქლურ ქსელში მარიამ ბეროძე.
ცნობისთვის, მიმდინარე წლია 12 მარტს კირსებში განვითარებუკი მეწყრული პროცესების შედეგად მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა. გამთენიისას დაწყებული პროცესების შესახებ მეზობლებმა ერთმანეთი გააფრთხილეს, რამაც ადგილობრივების სიცოცხლე გადაარჩინა.










