გორში ავარიის დროს დაღუპულ დედა-შვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. გორში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. სრულიად უცნობი ადამიანებიც კი სამძიმარზე მიდიან და ემშვიდობებიან ქალსს და მის სამი წლისს გოგონას, რომლებიც მთვარი მძღოლის დაუდევრობას ემსხვერპლნენ.
დაკრძალვის ცერემონიიდან ვიდეოს ჟურნალისტი გოგა აფციაური აქვეყნებს.
ამ საქმეზე დაკავებული რევაზ ელიზბარაშვილია, რომელსაც 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ოჯახი უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს.
ახლობლები ამტკიცებენ, რომ ელიზბარაშვილი წლების განმავლობაში გავლენიანი მფარველებით სარგებლობდა და არ გამორიცხავენ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც ყოფილიყვნენ.
ირკვევა, რომ რევაზ ელიზბარაშვილს 225 ვიდეო ჯარიმა აქვს, მათი ნაწილი სწორედ სიჩქარის გადაჭარბებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა.










