ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, პირველ ნომერში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც “მეგა ტვ”-ს ადგილობრივი უყვება კორპუსის ფასადიდან, კერძოდ მე-7 სართულიდან მოზაიკა ცვივა, ფასადის ნაწილი კედელს დაშორებულია და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც ადგილობრივი ამბობს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ტერიტორია ერთი კვირის წინ შემოღობეს, თუმცა მას შემდეგ იქ არავინ გამოჩენილა.
“ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ ვართ. მოზაიკა ცვივა. ერთი კვირის წინ იყვნენ უბნის წარმომადგენლები მოსულები და მხოლოდ შემოღობეს, მის მერე არ ყოფილან. მოვალთ გავაკეთებთო ეგ იყო მაგათი პასუხი. ძალიან დიდი ფილა არის კედელს მოშორებული, ბავშვები თამაშობენ და ვინმე არ დაზიანდეს. რამდენი ხანი უნდა იყოს ასე შემოღობილი, ბავშვებზეა აქ საუბარი.” – ეუბნება “მეგა ტვ”-ს მოქალაქე.










