„სასწაულები მაშინ ხდება, როცა იმედი არ ქრება… 19 წლიანი ლოდინის შემდეგ, ნანა ურუშაძე 59 წლის ასაკში დედა გახდა“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“ სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
„ხომერიკების ოჯახში ყველაზე დიდი ოცნება ახდა – ნანა და გენადი პატარა ნინის მშობლები გახდნენ.
ქალბატონი ნანა რეპროდუქტოლოგის მიერ დროულად იქნა გადმომისამართებული ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, სადაც ორსულობა მესამე დონის ანტენატალური მეთვალყურეობის ფარგლებში მიმდინარეობდა.
ორსულობას მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ჯუმბერ უნგიაძე და მეან-გინეკოლოგი ხათუნა სამნიძე მართავდა. საკეისრო კვეთა შესრულდა გესტაციის 34-ე კვირას. პერინატოლოგიისა და მეან-გინეკოლოგიის დეპარტამენტის და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმისა და უწყვეტი ზრუნვის შედეგად, დედა და ახალშობილი კლინიკიდან სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერნენ. ვულოცავთ ნანასა და გენადის ამ უდიდეს ბედნიერებას!“, – აღნიშნულია პოსტში.










