LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ქუთაისში დაღუპული ბიჭის შესახებ

დაპოსტა 2026/07/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ, სახლს არემონტებდნენ – უყვება “კვირის პალიტრას” ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული გივიკო გურეშიძის ოჯახის ახლობელი.

“საოცრად კარგი ადამიანი იყო გივიკო, ძალიან თბილი, მოსიყვარულე. გივიკო საბერძნეთში ცხოვრობდა, მშობლებთან ერთად, იქ გაიცნეს ერთმანეთი მაიკომ და გივიკომ, ერთმანეთი შეუყვარდათ და არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნეს. მათი უფროსი შვილი საბერძნეთში დაიბადა, სამი წელია, რაც საქართველოში დაბრუნდნენ, მეორე ბიჭიც შეეძინათ. გივიკოდ 5 და 3 წლის ბიჭები დარჩა. ძალიან ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, შრომობდნენ, პირობებს იწყობდნენ. სახლს არემონტებდნენ და თითქმის დასრულებული ჰქონდათ ყველაფერი. გივიკოს მშობლები ემიგრაციაში არიან, ლალი და თემური დღეს ჩამოდიან საბერძნეთიდან, აქ გაიგებენ ერთადერთი მონატრებული შვილის დაღუპვის ამბავს.

არ ვიცი, როგორ უნდა ანუგეშო ერთადერთი შვილის დამკარგავი მშობლები. მონატრებული ჰყავდათ შვილი. საოცრად თბილი ბიჭი იყო გივიკო, იუმორით სავსე, ვერ გააბრაზებდი, სულ მოღიმარი შემოგეგებებოდა. ორი მცირეწლოვანი შვილით დარჩა მისი მეუღლე. უამრავი სურვილი დარჩათ აუსრულებელი. ტრაგედიის დეტალებს სამართალდამცავები არკვევენ. ბეტონს ასხამდნენ კონსტრუქციაში. განადგურებული ვარ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მის მშობლებს, მის უსაყვარელს მეუღლეს და შვილებს”, – ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში ახლობელი.

 

“გივიკო, შვილო, ჩემს სახლში არ დაბადებულხარ, თორემ ჩემთან გაიზარდე, ჩემს შვილებთან ერთად. რა უნდოდა შენთან სიკვდილს, ხომ დაადუმე მთელი სოფელი, შვილო?! ხომ დაამუნჯე ჩემი შვილები, ვინ ვიტირო, შვილო, ვინ?!”

“ჯერ კიდევ შოკში ვარ, ვიღაცის დაუდევრობას შეეწირა ეს უკარგესი ბიჭი, ჩემი მეგობარი იყო გივიკო, არ ვიცი რა ვთქვა, ” წერენ სოციალურ ქსელში ახლობლები.

გუშინ ქუთაისში,  იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ტრაგედია მოხდა: ბეტონის საფარს ასხმამდნენ, როდესაც კონსტრუქცია ჩამოიშალა და, საუბედუროდ, ნანგრევებში მოჰყვა კომპანიის თანამშრომელი, 30 წლის გივიკო გურეშიძე. ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. გივიკო გურეშაძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მშობლები ემიგრაციაში არიან და საბერძნეთიდან  დღეს ჩამოდიან.

როგორც ცნობილი ხდება, ობიექტს, რომელიც დაინგრა, შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ახორციელებდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. იყო თუ არა უსაფრთხოების წესები დარღვეული, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.

“მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) 8 000 ლარით დაჯარიმდა
მთავარი

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს "იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში 8 000 ლარით დააჯარიმა. სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით,...

დაწვრილებითDetails

სოფელ აზავრეთში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში 55 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას  სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, კაცს ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი 70 წლამდე ქალს დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში ავტომობილი 70 წლამდე ქვეით ქალს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

როგორ გამიმწარე ჩემი ერთადერთი დაიკო ბიჭო ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭოოოოო - გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე დაღუბულ ბიჭს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. გივიკო გურეშიძე წყალტუბოს სოფელ გუმბრინში ცხოვრობდა. მას მეუღლე და...

დაწვრილებითDetails

ქართული ყველის 2 სახეობა მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორისაა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„შეცდომაში შეყვანა ხდება როგორც მომხმარებლის, ისე სახელმწიფოს”
მთავარი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი. 37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე...

დაწვრილებითDetails

„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები
მთავარი

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს აღიარებს - გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბბრალდებულს უფლებადამცველი არ ჰყოლია. სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, გუშინ კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. საქმის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა უკვე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი, რომელსაც 69 წლის კაცისთვის დაახლოებით 45 ათასი ზლოტის, დოკუმენტებისა და ჩანთის ძალადობით წართმევას ედავებიან. გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბანკთან მოხდა. დაზარალებული თანხის განაღდების შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"