LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა…“ – გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

დაპოსტა 2026/07/16-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს აღიარებს – გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბბრალდებულს უფლებადამცველი არ ჰყოლია.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

რევაზ ელიზაბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რე­გი­ო­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “თრი­ა­ლე­თი” აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დე­გაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

კადრებში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ, ავარიის გამომწვევი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან არასრულწლოვანი გადმოდის და ავტომობილის მარცხენა მხარისკენ მიემართება.

თითქმის იმავე დროს კადრში ჩნდება შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილის მარცხენა მხრიდან მეორე არასრულწლოვანიც გადმოდის. ორივე არასრულწლოვანი აღნიშნულ მამაკაცს მიჰყვება.

მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სხვა პირებს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს, გაჰყავთ.

ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად შეჯახების მომენტს და მისი გამოქვეყნების მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გარემოებების ჩვენებაა. ვიდეოში გარკვეული მონაკვეთები განზრახ არის დაბლარული.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
მთავარი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულება მან გუშინ დატოვა. „გუშინ დავტოვე საპატიმრო. დიახ, სამაჯურით გამომიშვეს....

დაწვრილებითDetails

„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა…“ – ცეკვის აკადემია სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

ცეკვის აკადემია „დიდგორი“ მოცეკვავეებს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „შაკო, გუგა, თამო... ცეკვის აკადემია დიდგორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წინა თაობის მოცეკვავეების გარდაცვალების გამო  ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად...

დაწვრილებითDetails

ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭო, ლელას ,,ერთა” – ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ახლობლები ემშვიდობებიან
მთავარი

როგორ გამიმწარე ჩემი ერთადერთი დაიკო ბიჭო ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭოოოოო - გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე დაღუბულ ბიჭს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. გივიკო გურეშიძე წყალტუბოს სოფელ გუმბრინში ცხოვრობდა. მას მეუღლე და...

დაწვრილებითDetails

ქართული ყველის 2 სახეობა მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორისაა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
„შეცდომაში შეყვანა ხდება როგორც მომხმარებლის, ისე სახელმწიფოს”
მთავარი

მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ყველის სტატუსი ბერძნულმა Graviera Naxou-მ დაიმსახურა - ამის შესახებ პოპულარული პლატფორმის, TasteAtlas-ის უახლეს რეიტინგში - „100 საუკეთესო ყველის სახეობა მსოფლიოში“ - არის ნათქვამი. 37 ათასი მომხმარებლის შეფასებებზე...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ვის ეკუთვნის კომპანია ქუთაისში, სადაც გუშინ მშენებლობაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, გუშინ კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. საქმის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა უკვე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი, რომელსაც 69 წლის კაცისთვის დაახლოებით 45 ათასი ზლოტის, დოკუმენტებისა და ჩანთის ძალადობით წართმევას ედავებიან. გამოძიების ცნობით, შემთხვევა ბანკთან მოხდა. დაზარალებული თანხის განაღდების შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ქუთაისში მშენებლობაზე დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. ,,მეგა ტვ"-ს ინფორმაციით გარდაცვლილია  გივიკო გურეშიძე. ,,ჯერ კიდევ შოკში ვარ, გამოხატვის უნარიც შეზღუდული მაქვს და არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გივიკო, რომელიც...

დაწვრილებითDetails

16 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო/დასავლეთით მდგარი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და პროდუქტიული იქნება. სამსახურში ან სწავლაში შესაძლოა საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ. საღამოს ახლობლებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.   კურო საკუთარ მიზნებზე...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

by მეგა TV
ივლისი 16, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

სინოპტიკოსების წინასწარი მონაცემებით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში უმეტესად მზიანი და ცხელი ამინდი შენარჩუნდება.   დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +30...+35 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +32...+38 გრადუსამდე მოიმატებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"