გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა. ,,მეგა ტვ”-ს ინფორმაციით გარდაცვლილია გივიკო გურეშიძე.
,,ჯერ კიდევ შოკში ვარ, გამოხატვის უნარიც შეზღუდული მაქვს და არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გივიკო, რომელიც სიკვდილისთვის ყოველმხრივ ახალგაზრდაა, აბსურდულად დაიღუპა დღეს ქუთაისში
არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს ან რა გითხრათ მის ახლო მეგობრებს, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს საშინელი ტკივილი .” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.
ცნობისთვის, გუშინ ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. ნანგრევებში ერთი პირი მოჰყვა, რომელიც მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.
კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს, მათ ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაო პროცესი შეუჩერა.
,,მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.









