LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

16 წუთში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა – გარდაცვლილი დედა-შვილის ნათესავი მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2026/07/15-ში
A A
307
ნახვა
გაზიარება
“ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა, გადასასვლელის ნიშნის გარეშე არ გადადიოდა არასოდეს! უაღრესად პასუხისმგებლიანი იყო” – ამის შესახებგორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ანი ბე­რი­ა­ნი­ძის ბიძაშვილი ირმა ამბარდნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, დამნაშავე, რომელიც საჭეს მართავდა, პოლიციაში მიყვანის დროს არაფხიზელ მდგომარეობის გამო ფეხზე ვერ დგებოდა.

ირმა ამბარდნიშვილის თქმით, გამოძიება “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლის ნაცვლად. განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღიძრას.

“მადლობა მეგობრებო, გოგა აფციაური, ნათია ომაძე, ეთერ ჯალაღონია… არ მინდა, ვინმე გამომრჩეთ, ყველას გიხდით მადლობას თანადგომისთვის, სანთლებისთვის და ყვავილებისთვის… ჩემი ანა და მართა პირველები არ არიან, ვინც გარეწარი ადამიანის მსხვერპლნი გახდნენ. ბოლო მაინც იყვნენ!

ვუყურებდი ვიდეოს, ასე ცოტანი იყავით… ასე გვეშინია? რისი ხალხო?! მთვრალმა მძღოლმა არც პოზიცია და არც ოპოზიცია იცის, ვის გადაუვლის ზედ!

ჩემი ანა 12 წელი უცხოეთში ცხოვრობდა, გადასასვლელის ნიშნის გარეშე არ გადადიოდა არასოდეს! უაღრესად პასუხისმგებლიანი იყო!

“სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს გგონიათ, შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება ! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა, პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წუთში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა? მაშინაც ხომ საავარიო სიტუაციას ქმნიდა “ლუკოილიდან” ნატახტრის გადასახვევამდე 16 წუთში რომ ჩავიდა, სად იყო პატრული?

სად იყო პატრული გორში ასეთი სისწრაფით რომ მოძრაობდა ქალაქში? როგორ შევიდა ქუჩაზე და ვინ დაგეგმა ქალაქის ნახევარი ქუჩა რომ დაკეტეთ და ნახევარი არა? ახალბაღის რეაბილიტაცია მილიონები დაჯდა, იქ რატომ არ იმართება ღონისძიებები? გასასხვისებლად ამზადებთ?

რატომ არ იცვლება კანონები? რამდენი ოჯახი უნდა დაღუპონ დაბოლილმა და მთვრალმა გარეწრებმა?! ხომ ხედავთ ჯარიმა არა მოქმედებს! არც მართვის მოწმობის ჩამორთმევა! ციხეში უნდა წავიდნენ, ციხეში! გინდ გადატენილი ავტომატით უვლია ადამიანს და გინდ მთვრალი დამჯდარა, არის განსხვავება რამე?

“უი, საწყალი ორი ჭიქა ჰქონდა დალეული, ნანობს” – მე ეს არ მიშველის! არც ჩემს დაჩენჩხილ ანას და მართას უშველის! არც იმ ხუთიათას გარდაცვლილს არ უშველის და მათ ოჯახებს! ვინც ჩემსავით გამწარებული ტირის!

ვაიმე, ხალხო, ორ ჩასასვენებელს დავტირი, ორს!

პატრულის ყველა თანამშრომელმა პასუხი უნდა აგოს, ვინც დაინახა და არ გააჩერა ეს გარეწარი! ხალხო, გააჩერეთ ასეთი მძღოლები ! დარეკეთ პოლიციაში ! კიდევ ვის ოჯახს გაამწარებენ ეს ნაგვები! შეცვალეთ კანონი! ამოხოცეს ნახევარი საქართველო!” – წერს ირმა ამბარდნიშვილი.

ცნო­ბის­თვის, 13 ივლისს, გო­რის ცენ­ტრში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე “ჯი­პის” ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ითად მოსიარულე დედა-შვილს და­ე­ჯა­ხა.ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და ის თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. და­კა­ვე­ბუ­ლია ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი.

გაზიარება123

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"