LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„დღეს თელავი აღარ იარსებებდა, არხის გარშემო და არხზე ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული“ – რას წერს მოქალაქე

„დღეს თელავი აღარ იარსებებდა, არხის გარშემო და არხზე ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული“ – რას წერს მოქალაქე

დაპოსტა 2026/07/13-ში
A A
145
ნახვა
გაზიარება

“ახლა რასაც დავწერ არა როგორც საქართველოს მოქალაქე არამედ როგორც თელაველი ისე ვიტყვი ჩემ სათქმელს რადგან 35 წელია ამ უკანონობას ვებრძვი და ამას ვწერ ყველა ოპოზიციონერის გასაგებად.

1977 წელს მოხდა წყალდიდობა მაშინ ბავშვი ვიყავი მაგრამ მახსოვს, ისიც კარგად მახსოვს ფიქრის ხიდი რამსიგანე იყო ასევე ზევით კომისარიატთან რომ ხიდია ისიც ვიცი და ბაზრის ხიდიც.დიახ ეს სამივე ხიდი და ჯებირები ხევის მას შემდეგ აამაღლეს და გააგანივრეს რაც წყალდიდობა მოხდა, ამის შემდეგ ცივის მთასთან გაკეთდა ჯებირები 3 თუ ოთხი ჯებირი ბოლო ჯებირი ჯვარპატიოსნის ტაძართან იყო ამ ჯებირებს ყოველ წელიწადის გაზაფხულზე ამოწმებდნენ და გამაგრებაც ხდებოდა.შევარდნაძის ხელისუფლების დროს თელავის მერი იმ პერიოდში იყო გოჩა მამაცაშვილი თელაველებს ალბათ გემახსოვრებად.სწორედ მამაცაშვილის პერიოდში იქნა შემუშავებული თელავის არხის დახურვა და ზედ კომერციული ფართების აშენება, აქვე დავძენ რომ ეს არხი ეკუთვნის მერიორაციის სამართველოს ცნობისთვის ვინც არ იცით, სწორედ მერიორაციის სამინისტროს წარმომადგენელი იყო ჩამოსული რომ არხის გადახურვაზე ხელი მოეწერინებინა მამაცაშვილს მაგრამ (ვისაც დაგაინტერესებთ სახელსადა გვარსაც გეტყვით შეგნებულად არ ვწერ)ამ პიროვნებამ საბუთებზე ხელი არ მოუწერა კაბინეტში სულ მუშტები ურტყა, ნებართვა რომ გაეცა სამინისტროს დღეს თელავი აღარ იარსებებდა და არც ცოცხლები ვიქნებოდით.სამინისტროს წარმომადგენელმა მამაცაშვილს განუცხადა რომ ამ არხის ჩაკეტვა არაფრით არ შეიძლებოდა რადგან სათავე არხის 3 ნაწილად იყოფა თუ ერთ ერთი ჩაიკეტება არხი ადიდდებაო რაც მოხდა გუშინ.

ფაქტიურად რაც არხის გარშემო და არხზე არის აშენებული კომერციული ფართები ყველაფერი არის უკანონოდ აშენებული ნებართვა მერიორაციას არ გაუცია გასცა მერიამ ამიტომ ნება იბოძეთ შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით და გაგვეცით პასუხი რატომ მოქმედებთ თვითნებურად, რატომ არ უფრთხილდებით ქალაქს, ამდენი მახინჯი შენობები რომ დადგით და დაგვიმახინჯეთ ქალაქი არ გრცხვენიათ, ან ამდენ უხარისხო საერთო ბინები რომ წამოჭიმეთ ვისთვის წამოჭიმეთ?

ბევრმა რეფერალური და ავერსი ახსენეთ არავის არ გიხსენებიათ რაიონული სავადმყოფო როცა ავერსის კლინიკა და რეფერალურიც შეიძლებოდა იქ მოთავსებულიყო,ასევე თელავში იყო მორგიც, კარდიოლოგიური ცენტრიც რატომ გააუქმეთ ეს ყველაფერი რატომ გაასწორეთ მიწასთან? პოლიციის შენობა შეიძლებოდა გადაკეთებულიყო მართვის მოწმობების გასაცემ ცენტრად ჰქონდა მილიციის შენობას ეგ ფართიც მაგრამ ისიც მიწასთან გაასწორეთ რატომ? ამ ყველაფერზე პასუხი ვის მოვთხოვოთ თელაველებმა?

არ ვიცი ჩანს ამ სურათში თუ არა მაგრამ პოლიციის შენობის გადმოსწვრივ არხზე სავარაუდოდ გაზის მილია მოგლეჯილი, დიახ სწორედ მანდ ვიწროვდება არხი რაც ძალიან საშიშია, თუ კიდევ განმეორდა ახლა მანდ არ გაიჭედოს თორემ ყველა მაგ შენობას ალაზანში ჩაიტანს.

ახლა მინდა მოგმართოთ მაგ კომერციული ფართების მეპატრონეებს ზოგი ვიცი ვისაც არის, რომ შეიძინეთ ეგ მიწები ოჯახის წევრებმა არ გაგაფრთხილეს რომ საშიში იყო? მაინტერესებს.გუშინ კი ერთ ერთი მეპატრონის ბიჭები გაოცებულნი მიყურებდნენ რატომ ვამბობდი ღირსები ხართქო დიახ ყველა კომერციული ფართის მეპატრონე ღირსი ხართ რადგან წარმოდგენა არ გაქვთ რა საფრთხე შეგვიქმენით ადგილობრივებს, თუმცა გუშინ კი დადექით ფაქტის წინაშე.ბიბლუსი ჭკვიანურად აქვთ აგებული მაგრამ ეგეც საშიშია მოსახლეობისთვის.

გაფრთხილებთ და მოგიწოდებთ ყველა კომერციული ფართის მესაკუთრეს სასწრაფოდ გაანთავისუფლოთ არხის მიმდებარე ტერიტორია სანამ კიდევ არ განმეორებულა, თუ კიდევ განმეორდა ჩათვალეთ რომ მთელი ბაზრის ქვემოთა ნაწილს მინგაჩაურში ჩაიტანს.” – წერს მოქალაქე ნათია ლამაზოშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

მკვლელობა თბილისში - "პირველების" ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის მოქალაქე. სასტიკი ანგარიშსწორება რამდენიმე საათის წინ ბარათაშვილის აღმართზე მოხდა, სადაც ამ წუთებშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, მოკლული საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა...

დაწვრილებითDetails

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად კახეთში კაცი გარდაიცვალა . გამოცემის ცნობით, მოწამლულია კიდევ ორი პირი, რომელთა მდგომარეობაც არსებული ინფორმაციით, მძიმეა. შემთხვევა თელავის სოფელ აკურაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე...

დაწვრილებითDetails

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"