LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში

“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში

დაპოსტა 2026/07/13-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

“ალბათ ბევრს გეცნობათ ანტონი – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი.

დღეს მე და ჩემი პატარა შვილი ბაღდათის ტაძარში წირვას ვესწრებოდით. ისეთი ფაქტის მომსწრე გავხდი, რომ ახლაც ვერ დავმშვიდდი.

ბევრი მსმენია მის შესახებ და, სამწუხაროდ, დღეს საკუთარი თვალითაც ვნახე, რატომ ლაპარაკობენ ამდენს.

ჩემთვის ეკლესია ის ადგილია, სადაც განსაკუთრებით მიხარია ბავშვების დანახვა. კვირა დღე ჩემთვის ბედნიერებაა, რადგან ჩემს შვილს ვაზიარებ. ყველამ ვიცით, რომ პატარა ბავშვები ზიარების წინ ხშირად ტირიან – ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემთან ახლოს იდგა ახალგაზრდა დედა, რომელსაც დაახლოებით ორი წლის ბავშვი ეჭირა ხელში. ამ სიცხეში, უჰაერობაში, საათობით იდგა, მხოლოდ იმისთვის, რომ შვილი ეზიარებინა.

უცებ მიტროპოლიტი ანტონი საკურთხევლიდან გამოვიდა და დიდი აგრესიით დაიწყო ყვირილი. სიტყვასიტყვით თქვა: „აქ საბავშვო ბაღი კი არ არის! წირვა მაცადეთ! რას მოგყავთ ეს ბავშვები ეკლესიაში? ხომ ხედავთ, რომ არ უნდა! შენ, როგორც დედას, არ გაწუხებს და მე მაწუხებს შენი ბავშვის ხმა! გაიყვანეთ ბავშვები!“

ამის შემდეგ ის დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო!!!!!

ხალხნოოოო დიახ, პატარა ბავშვი და მისი დედა ეკლესიიდან გააგდეს !!!!!!!!!!

ვერაფერი ვთქვი. ეკლესიას და წირვას პატივი ვეცი. მაგრამ როდესაც მრევლს გადავხედე, ძალიან ცოტა ადამიანის სახეზე დავინახე ის შოკი, რასაც მე ვგრძნობდი.

არ მესმის — რა უფლებით შეიძლება დედას და მცირეწლოვან ბავშვს ეკლესიიდან აძევებდე? რა უფლებით ეუბნები, რომ ბავშვს ტაძარში ადგილი არ აქვს? ნუთუ ეკლესია ის ადგილი აღარ არის, სადაც სწორედ ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ქრისტესთან?

სად არის საპატრიარქო? როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანი კვლავ ატარებდეს წირვას? ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ დედებსა და ბავშვებს ეკლესიიდან აძევებენ?

ეს არ არის ქრისტიანული სიყვარული. ეს არ არის ის ეკლესია, რომლისკენაც ადამიანები მოდიან.

დღევანდელმა ფაქტმა ძალიან მატკინა გული. მსგავსი დამოკიდებულებით ტაძრებს ვერ გააძლიერებთ — პირიქით, ადამიანებს აშორებთ ეკლესიას” | წერს მოქალაქე ელენე ბუხრაშვილი სოციალურ ქსელში და საპატრიარქოს მიმართავს

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ლოცვა, რომელიც სვეტიცხოვლობას ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. ტროპარი: მოციქულნო წმიდანო ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა – დაღუპულია 18 წლის ბიჭი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. დაღუპული ლაშა კირვალიძეა. შემთხვევა 11 ივლისის ღამეს მოხდა. მთავარის ინფორმაციით, ილიას ტბიდან მომავალი მანქანა, რომელშიც კიდევ 5 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა და ხეს...

დაწვრილებითDetails

თელავში პრაქტიკული გამოცდები არ ჩატარდება – სად შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას კანდიდატები?

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში პრაქტიკული გამოცდის­ როგორც პირველი ეტაპი (მოედანი), ისე მეორე ეტაპი (ქალაქი) არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე...

დაწვრილებითDetails

„სამივე ღვარცოფდამჭერს გვერდი აუარა“ – როგორ განვითარდა თელავში ღვარცოფული პროცესი, სპეციალისტების პირველი დასკვნა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

პირველადი შეფასებით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია, - ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თელავში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად...

დაწვრილებითDetails

გათიშულია ელექტროენერგია და გაზი – რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ძლიერი სტიქიის შედეგად თელავში მძიმე ვითარებაა – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა - ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი. პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი. მათ თელავს ცოცხალი ძალა გამოუგზავნეს,...

დაწვრილებითDetails

დაჭრილია დაცვის თანამშრომელი – რა მოხდა ერთ-ერთ კლუბთან

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როგორია ზღვაზე წყლის ხარისხი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ბათუმში ზღვამ ცხედარი გამორიყა
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევის შედეგი შავი ზღვის წყალზე - უწყების ინფორმაციით, ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.   სააგენტო შავი ზღვის წყლის...

დაწვრილებითDetails

დღეს სვეტიცხოვლობაა

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს
მთავარი

დღეს სვეტიცხოვლობაა - მართლმადიდებლური სამყარო 12 მოციქულს იხსენებს. მცხეთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღავლენს. საპატრიარქოს ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება და ქალაქში...

დაწვრილებითDetails

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ფინანსურ საკითხებზე გადაიტანეთ. გეგმაზომიერი მოქმედება სასურველ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

13 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"