“ქურდული გარჩევების” საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და კიდევ 10 პირი პატიმრობაში გაუშვა – გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
34 წლის ქალი დღევანდელ პროცესზე სხდომის დახურვას ითხოვდა.
- ცნობისთვის, საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა – მათგან 29 დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ “ქურდულ გარჩევებს”, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“), 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










