საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.
მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ასე მივიდა დღეს მათემატიკის გამოცდაზე გოგონა, რომელსაც გიგა ამზადებდა ბოლო 3 წელი…
როგორც აბიტურიენტს, სექტემბერში ვამზადებდი მე, ოქტომბერში სხვა მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან ერთად დარაჯობდა გიგას სიცოცხლეს…
…მერე კი… გააგრძელა სხვა მასწავლებელთან…
წარმატებები, ჩვენო უჭკვიანესო და ულამაზესო ანი!
გიგა ავალიანო, ამაყი ვარ, რომ ვარ შენი დედიკო!
გიგა ავალიანო, არ მოვკვდები, თუ შენს სამართალს არ ვიპოვი“!!! – წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.










