ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლი „ნაი-ნაი“ პოლონეთში, ჯოზეფ შვიდერის სახელობის მუსიკის მე-11 საერთაშორისო ფესტივალზე, პირველი ადგილისა და ოქროს მედალის მფლობელი გახდა, ასევე, დაიმსახურა კონკურსის ორგანიზატორის, პროფესორ იზაბელ პანეკის სპეციალური პრიზი.
გამარჯვებულს ანსამბლს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
ქალაქის მერმა, ქუთაისში ფოლკლორის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლ „ნაის-ნაის“ ხელმძღვანელს ქეთევან ბანცაძეს მადლობის სიგელი გადასცა










